საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური. ,,ლომებმა“ რუსთავის 1-ს უმაპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო და უშანსოდ 19:86 დამარცხდა.
რუსთაველებმა ყველა კომპონენტში აჯობეს დაჯაბნეს მეტოქე და იოლი გამარჯვება იზეიმეს. ,,ლომების“ შემადგენლობაში 6-6 ქულა საბა ბაზერაშვილმა და თემურ ზედგენიძემ მიითვალეს, ხოლო რუსთავი 1-ს დავით ბარამიძემ ულიდერა, რომელმაც 18 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,სოხუმისა“ და ,,ზაზას“ შეხვედრა სოხუმელთა მორიგი გამარჯვებით დასრულდა, რომელთაც მეტოქეს 81:62 სძლიეს. ,,ზღვისპირელებმა“ თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და მეტოქე სოლიდური სხვაობით დაამარცხეს. ,,ზაზას“ რიგებში ყველაზე მეტი 28 ქულა იური ხალათიანმა დააგროვა, ხოლო 13 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ მიითვალა. ,,სოხუმის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა: სოსო მაჭავარიანის ანგარიშზე 20 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო დავით სალაყაიამ 20 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა.
ტურის დასკვნით მატჩი კარდინალი – ორბი 1 ,,ნიკეას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 71:54 დაამარცხა. ,,კარდინალმა“ თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და თამაში მშვიდად მიიყვანა მოგებამდე. ,,ნიკეას“ 21 ქულა ზურაბ გეგეჭკორმა შესძინა, ხოლო 11 ქულითა და ამდენივე მოხსნა ორმაგი დუბლი დიმიტრი წიკლაურმა შეასრულა. გამარჯვებულებს ულიდერა დემეტრე ვაჭარაძემ, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.
16-წლამდელთა ჩემპიონატი
აკადემია – კაკტუსი 63:39
ავერსი – თსსუ 67:60
AXE – ფოთი 59:63
(მატჩების მიმოხილვა)