16-წლამდელთა ოვერტაიმი

16-წლამდელთა ოვერტაიმი

გრძელდება 16-წლამდელთა პლეიოფები. ნახევარფინალური შეხვედრები დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ფინალური საგზურისთვის შსს აკადემია-რუსთავისა და აკადემია -მართვე 2-ის წყვილები იბრძვიან.  შსს აკადემიასა და რუსთავს შორის სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1, ხოლო აკადემიასა და მართვე 2-ის წყვილში წინ მართვე 2-ია – 1:0.
 

მიმდინარე ჩემპიონატზე მართვე 2-ის კალათბურთელებს, ნოდარ სანაიასა და დავით ლომიძეს გავესაუბრეთ, რომლებიც აგრეთვე 16-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები არია. 

  

  როგორ
შეაფასებდით 16-წლამდელთა ჩემპიონატის 2012-2013 წლების სეზონს?

დათო:  წელს ბევრი
გუნდი ასპარეზობდა, თუმცა მათი უმეტესობა არ იყო ძლიერი, ამიტომ ჯგუფური ეტაპები ნაკლებად
საინტერესო გამოვიდა.

ნოდარი:  ვეთანხმები
დათოს, ჯგუფური ეტაპი არ იყო დაძაბული, თუმცა პლეი ოფებში სულ სხვა სიტუაციაა.

–           რას
იტყვით ნახევარფინალურ სერიასა და თქვენს შანსებზე?

დათო:  ჩვენი მეტოქე
გუნდის შემადგენლობაში 98-წლიანი ბავშვებიც არიან. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,
იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ მწვრთნელის მითითებებს. დიდი შანსები გვაქვს და იმედია
სერიას 2:0 დავამთავრებთ.

ნოდარი: შევეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ პირველ თამაშში
დაშვებული შეცდომები და სერია 2:0 მოვიგოთ.

–           ვის
მიიჩნევთ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად?

დათო: ,,შსს აკადემიას’’გამოვარჩევდი, ნაკრების 7 წევრი ჰყავთ
და ძლიერი, შეთამაშებული გუნდია.

ნოდარი:  შსს ფავორიტია,
თუმცა ვფიქობ, ჩვენც გვაქვს შანსები.

–   სეზონის
განმავლობაში ჩატარებულ რომელ თამაშებს გამოარჩევდით? რომელი იყო ყველაზე საინტერესო
და დაძაბული?

დათო:  გავიხსენებდი
,,ქუთაისთან’’, ,,აკადემიასა’’ და ,,კარდინალთან’’ შეხვედრებს. ამ სამ გუნდთან შედარებით
გაგვიჭირდა თამაში.

ნოდარი:  ჩემი აზრით,
ყველაზე საინტერესო  ,,შსს აკადემიასთან’’,
,,რუსთავთან’’ და ,,აკადემიასთან’’ დაპირისპირება იყო. 
–        
რამდენი
წელია კალათბურთს თამაშობთ და ვისთან დაიწყეთ ვარჯიში?

დათო: ხათუნა გაბედავასთან ვვარჯიშობ უკვე 6 წელია.

ნოდარი: მეც ხათუნა გაბედავასთან დავიწყე ვარჯიში 3-4 წლის წინ.

–        
რომელია
თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური გამარჯვება?

დათო: ზურაბ საკანდელიძის  თასის გათამაშებაზე ,,კარდინალს’’ შევხვდით, ძალიან
ძლიერი გუნდი იყო და მათთვის არავის ჰქონდა მოგებული. მახსოვს, თამაშზე სიცხიანი მივედი.
ყველამ  მოვინდომეთ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ
და 7 ქულით მოვიგეთ.

ნოდარ: მეც ამ გამარჯვებას გამოვარჩევდი, რადგან ჩემთვის ეს
იყო პირველი ტურნირი, რომელიც მოვიგეთ.

–        დაგვისახელეთ
თქვენი საყვარელი გუნდი და კალათბურთელი.

დათო: ,,ოკლაჰომას’’ გულშემატკივარი ვარ, კევინ დურანტი ძალიან
მიყვარს.

ნოდარი: ამჟამად ,,ჩიკაგოს’’ ვგულშემატკივრობ, ისე კი ,,ბოსტონის’’
ფანი ვარ.   საყვარელი კალათბურთელი  კობი ბრაიანტია.

–          რა
გეგმები გაქვთ კალათბურთელის კარიერის გარდა? აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას?

დათო: მომავალ წელს ამერიკაში ვაპირებ წასვლას და იქ თამაშთან
ერთად სწავლასაც გავაგრძელებ.

ნოდარი: სწავლას დიდ ყურადღებას ვუთმობ. მათემატიკურ სკოლაში
ვსწავლობ და ვაპირებ კალათბურთის თამაშს სწავლა მომავალშიც შევუთავსო. 

–           რას
იტყვით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს?

დათო: ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნის არყოფნა დიდი დანაკლისია,
თუმცა შანსები მაინც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ.

ნოდარი: მიუხედავად ზაზა ფაჩულიას ტრავმისა, ჩემი აზრით, რეალური
შანსები გვაქვს ჯგუფური ეტაპის დაძლევისა.

–        
როგორც
ახალგაზრდა კალათბურთელები, რის გამოსწორებას ისურვებდით ჩემპიონატში ყველაზე მეტად?

ნოდარი: ჩემპიონატით კმაყოფილები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, მსაჯები
ხანდახან შეცდომებს უშვებენ და ეს გამოსასწორებელია.

–        
ორივე
16-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ხართ, რას იტყვით თქვენი ასაკობრივი ნაკრების შესახებ?

დათო: ჯერჯერობით შესარჩევი ვარჯიშები გვაქვს, 30-მდე კანდიდატი
ვვარჯიშობთ და მწვრთნელები შემდეგ საუკეთესოებს აარჩევენ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის
,,ბ” დივიზიონში ასპარეზობას, ვფიქრობ, ჯგუფური ეტაპის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია.

ნოდარი:  ამ ასაკში
ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და ზაფხულში წარმატების იმედი გვაქვს.