ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში 16-წლამდელთა
პლეიაუტში სამი შეხვედრა გაიმართა. 9-10 ადგილისთვის
შსს აკადემიისა და – ,,ნიკეას“ მატჩი შედგა, რომელშიც აკადემიელებმა 63:52 იმარჯვეს.
მატჩის პირველი მეოთხედი ნიკეას მცირე უპირატესობით
წარიმართა (20:18), თუმცა მეორე პერიოდში ,,ძალოვნები“ გააქტიურდნენ და წინ 33:30 გავიდნენ.
მესამე პერიოდი ,,ნიკეამ“ მობილიზებულად ჩაატარა და 44:41 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით
მეოთხედში მეტოქესთან ვერაფერი გააწყო. შსს აკადემია გადამყვეტ პერიოდში ჩინებულად
გაისარჯა და მე-9 ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულებს
ორმაგი დუბლით, 19 ქულითა და ამედნივე მოხსნით ვილი ისიანმა ულიდერა, ხოლო ნიკეას გუნდს
20 ქულა თორნიკე გაგუამ შესძინა.
15-16 ადგილებისთვის
ერთმანეთს ,,კაკტუსი“და ავერსი 2 დაუპირისპირდნენ,
სადაც გამარჯვება ,,ავერსმა“ მოიპოვა – 48:43. შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების
თანაბარი უპირატესობით წარიმართა (11:11), თუმცა მეორე პერიოდში ავერსელებმა იაქტიურეს
მინიმალური სხვაობით, 29:28 დაწინაურდნენ. საინტერესო გამოდგა შეხვედრსი მეორე ტაიმი.
მესამე მეოთხედში ავერსი 2-მა 4 ქულიანი უპირატესობა
მოიპოვა დ წინ 36:32 გავიდა, თუმცა დასკვნითი პერიოდის შუაწელში კაკტუსმა იძალა და
საყაიმო ანაგრიში 38:38 დააფიქსირა. დარჩენილ დროში დებიუტანტებმა შანსი ვერ გამოიყენეს.
,,ავერსმა“ მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და მე-15 ადგილზე დამკვიდრდა. ,,კაკტუსის“
შემადგენლობაში ორმაგი დუბლის ავტორი ერთბაშად ორი მოთამაშე გახდა. ხვიჩა ხოსიტაშვილმა
26 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, ხოლოკახა საჯაიას ანგარიშზე 12 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
,,ავერსის“ გუნდში თავი ნიკა ფხალაძემ გამოიჩინა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.
13-14 ადგილებისთვის კი ერთმანეთს AXE -კარიდინალი
2 გაეჯიბრნენ. მატჩი ძალიან დრამატული აღმოჩნდა, სადაც მინიმალური სხვაობით ,
57:56 ,,კარდინალმა“ იმარჯვა.
შეხვედრის საწყისი პერიოდი ,,კარდინალის“ მცირე უპირატესობით
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში AXE გააქტიურდა და წინ ერთი
ქულით გავიდა – 32:33. საინტერესო გამოდგა
მესამე მეოთხედი, სადაც გუნდებმა თანაბრად ითამაშეს. დასკვნით მეოთხედში კი, სადაც
უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, საბოლოოდ დაწინაურება ,,კარდინალმა“ მოახერხა და 13 ადგილი მოიპოვა. AXE-ს გუნდს 26 ქულა გიორგი
თევდორაშვილმა შესძინა, ხოლო ,,კარდინალის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სოსო ტურაშვილი
და გიგი ტუღუში გამოირჩნენ. ტურაშვილმა 18
ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო ტუღუშის ანაგრიშზე 14 ქულა და 16 მოხსნაა.