16-წლამდელთა პლეიოფი

16-წლამდელთა პლეიოფი

16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველი
მატჩები დასრულდა. დღეს 2 მატჩი გაიმართა, ხოლო „შსს აკადემიისა“ და „ბათუმის“ შეხვედრა
არ ჩატარდა. 

აჭარლები თბილისში ფინანსური პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდნენ.

 „შსს აკადემიას“ ტექნიკური გამარჯვება – 20:0 ჩაეთვალა
და სერიაში 1:0 დაწინაურდა. დღესვე, „აკადემიამ“ „თბილისის კარდინალებს“ 61:48 მოუგო
და თუკი მომდევნო შეხვედრაშიც იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა.

 „მართვე 2“-ისა და „ქუთაისი 2“-ის შეხვედრა ნაკლებად
საინტერესო გამოდგა. მართველებმა მეტოქე დიდი სხვაობით – 97:58 დაამარცხეს. გამარჯვებულთა
შორის 32 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი დავით ლომიძემ მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა
ნოდარ სანაიამ შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სანაიამ 16 ცდიდან
15 ორქულიანი ჩააგდო.

 1:0 იგებს სერიას „ქუთაისი 1“, რომელმაც პლეი ოფი ყველაზე
ადრე, 2 დღის წინ დაიწყო და სტუმრად „რუსთავი 1“ 53:46 დაამარცხა.

მართვე 2 – ქუთაისი 2
აკადემია1- თბილისის კარდინალები1   61:48 
აკადემია 1: ლუკა გიორგაძე – 16 ქულა, 23 მოხსნა, გიორგი ცხოვრებოვი – 13 ქულა, 12 მოხსნა
თბილისის კარდინალები1: უჩა ნადარაია – 16 ქულა, 13 მოხსნა, ნიკა ლოლიშვილი – 10 ქულა, 10 მოხსნა

მართვე 2- ქუთაისი2   97:58 
მართვე 2: დავით ლომიძე – 32 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი, ნოდარ სანაია – 31 ქულა, 9 მოხსნა, დემეტრე წიკლაური – 24 ქულა
ქუთაისი2:იოანე გუბაევი – 15 ქულა, ნიკა ბერეკაშვილი – 14 ქულა, საბა გაგოშვილი – 11 ქულა

შსს აკადემია – ბათუმი 20:0