16-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს
მიუახლოვდა. ბოლო ტურის შეხვედრებს ვაკეში მდებარე საკალთბურთო აკადემიის დარბაზმა
და ქ.რუსთავმა უმასპინძლეს.
აკადემიაში ,,კაკტუსმა“ ქუთაისს უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან
ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა – 52:93.
,,კაკტუსის“ რიგებში თავი ხვიჩა ხოსიტაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 30 ქულითა და 21
მოხნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ,,ქუთაისს“ ირაკლი მაცაბერიძემ ულიდერა, რომლის
ანგარიშზეც 24 ქულაა.
რუსთავში ადგილობრივი
რუსთავი 1-ის გუნდი კარდინალი 1-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 71:73 დამარცხდა.
შეხვედრის სააწყისი წუთები ,,ქვემოქართლელთა“
უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში სტუმრები გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლოს
წინ 33:31 გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარი
კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. რუსთავი 1-მა მესამე ათწუთეული მობილიზებულად ჩაატარა და 5-ქულიან
უპირატესობას მიაღწია – 51:46. შეხვედრის ბედი დასკვნითი მეოთხედის მიწურულს გადაწყდა,
რომლის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:38 წუთით ადრე ,,კარდინალმა“ ფრე – 64:64 დააფიქსირა.
ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე გაურკვეველი
დარჩა. მატჩის დასრულებამდე 45 წამით ადრე ,,კარდინალმა“დაწინაურება მოახერხა და წინ
2 ქულით გავიდა – 73:71, დარჩენილ დროში კი
რუსთაველებმა ვერაფერი გააწყეს და მარცხი განიცადეს.
,,კარდინალის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ შეასრულა. ვასო მჭედლიშვილმა 21 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა, ხოლო დიმიტრი
ბობილევმა -18 ქულა და 14 მოხსნა. რუსთავის
გუნდს 20 ქულა დიმიტრი ჩიჩუამ შესძინა, ხოლო 11 ქულითა და ამდენივე მოხნით ორმაგი დუბლის
ავტორი დავით ბარამიძე გახდა.
გამარჯვება
მოიპოვა რუსთავი2-მა, რომელმაც კარდინალი2 დიდი სხვაობით, 96:46 დაამარცხა. მასპინძლებმა
თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და სეზონი იოლი მოგებით დაასრულეს. ,,რუსთავს“
29 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა, ხოლო 17 ქულითა და 11 მოხსნით თორნიკე ალავერდაშვილის
ანგარიშზეა. კარდინალის გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიგი ტუღუში, რომლის ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნაა.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლო ტურის
დასკვნითი მატჩი ფოთში გაიმართება. ადგილობრივი ფოთის ,,ირაო“,,ლომებს“ 26 მარტს
15:00 საათზე უმასპინძლებს.
კაკტუსი – ქუთაისი