16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი „აკადემია“ გახდა

16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი „აკადემია“ გახდა

 სტატისტიკა 16-წლამდელთა შორის საქართველოს საუკეთესო გუნდი „აკადემიაა“.
გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩში
დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 95:88 დაამარცხა „იბერი“ და ჩემპიონი გახდა.

აკადემიელებმა ფინალური სერიის პირველი მატჩი 59:53
მოიგეს და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას მათთვის ჩემპიონობა მოჰქონდა. პირველი
ტაიმის შემდეგ ეს რეალობა იყო, რადგან მიუხედავად ლიდერ ოთო ერტაიას ინერტულობისა,
„აკადემიია“ შედეგიანად თამაშობდა და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა
– 41:41.

იბერის მოთამაშეთა მოულოდნელად სიზუსტე გამოავლინა აკადემიელთა
სათადარიგო მოთამაშე გიორგი მდივანმა, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო და პერტაიას ინერტულობა
გაანეიტრალა. მესამე პერიოდში „იბერის“ მოთამაშეებმა შედეგიანობას უმატეს და როგორც
მდივანს, ისე ტანმაღალ აბელ ნარსიას სივრცეები შეუზღუდეს.  შედეგად ირაკლი ხომელიკისა და ამროსი ორმოცაძის
გაწვრთნილმა „იბერმა“ მესამე პერიოდი 22:13 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე პერიოდიდან ათამაშდა ოთო პერტაია, რომელმაც საკუთარ
თავზე იტვირთა მატჩის ბედის გადაწყვეტა. არადა, „იბერს“ სულ ცოტა აკლდა და აკადემიელებს
საბოლოოდ გატეხავდა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი,
„აკადემია“ 60:69 რომ ჩამორჩებოდა. აქ კი პერტაიას ზეშედეგიანობით, რომელსაც ხელი საბა
გეგუჩაძის შორმა სროლამ და აბელ ნარსიას ეგრედ წოდებულმა „ენდ-ვანმა“ შეაშველა ხელი,
„აკადემიამ“ ანგარიში გაათანაბრა. პერტაიამ ბოლო 2 წუთში ექვსივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა,
რასაც რამდენიმე ედეგიანი გარღვევაც მოაყოლა და… თანაბარ ანგარიშზე, სირენამდე 3
წამით ადრე პერტაიას შორი ორქულიანი გაუცუდდა, თორემ „აკადემიას“ გამარჯვებას ძირითად
დროშივე გაუნაღდებდა.

74:74 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, ოვერტაიმის
საწყისი 5 ქულა საბა გეგუჩაძემ (სამქულიანით) და პერტაიამ ჩააგდეს. „იბერიც“ არ ჩამორჩა
და სულხანიშვილის 2 სამქულიანის შემდეგ შეხვედრა თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. გადამწყვეტ
2 წუთში აკადემიელებმა ხასიათის სიმტკიცე და რაც მთავარია, სიზუსტე გამოიჩინეს. გეგუჩაძემ
სამიანი ისევ ჩააგდო, ნარსიამ, პერტაიამ და შმაგი ქორჩილავამ შესაშური ბრძოლისუნარიანობა
გამოავლინეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

გამარჯვებულებს 30 ქულით ოთო პერტაიამ ულიდერა, რომელსაც
2 მეოთხედფის შემდეგ ქულა არ ჰქონდა ჩაგდებული. 20 ქულითა და 12 მოხსნით აკადემიელებს
აბელ ნარსია შეეშველა, ხოლო გეგუჩაძის 14 ქულიდან უკანასკნელ 6 ქულას ოქროს ფასი ჰქონდა.  იბერში 23 ქულით ბომბარდირი ირაკლი სულხანიშვიი
გახდა, გიორგი ჩახნაშვილმა კი პირად ანგარიშზე სოლიდური ორმაგი დუბლი – 17 ქულა და
18 მოხსნა ჩაიწერა.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემოანიალი გაიმართა.
მეორე ადგილზე გასული იბერის მოთამაშეები მედლებითა და სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა
– გივი ბიჭიაშვილმა, ანტონ კაზანჯიანმა, ვალერი ლომაძემ და ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვეს.
მათვე გადასცეს მედლები „აკადემიის“ მოთამაშეს, ხოლო ჩემპიონთა კაპიტან საბა გეგუჩაძეს
სპეციალური – ვლადიმერ უგრეხელიძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასი უსახსოვრეს.

ტრიუმფატორი აკადემიელები საჩემპიონო თასით კალათბურთის
ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვა.