16-წლამდელთა ტური აკადემიაში გრძელდება

16-წლამდელთა ტური აკადემიაში გრძელდება

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს ვაკეში მდებარე
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გრძელდება. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,კაკტუსი“
კარდინალი ორბი 2 დაუპირისპირდნენ, სადაც ,,კარდინალმა” 70:65 სძლია მეტოქეს.

 ,,კაკტუსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ხვიჩა ხოსიტაშვილი
იყო, რომელმაც 45 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო გამარჯვებულთა
რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ლაშა ვეკუამ 18 ქულა და
10 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო გიგი ტუღუშმა 15 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა.  AXE-მ
უმასპინძლა რუსთავი 1-ს, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 54:87 მარცხი განიცადა.
AXE-ს  21 ქულა გიორგი თევდორაშვილმა
შესძინა, ხოლო ,,ქვემოქართლელთა“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ოთხმა მოთამაშემ შეასრულა:
დავით ბარამიძემ(25ქ.21მ), არჩილ ღვალაძემ(17ქ.10მ), დიმიტრი ჩიჩუამ(16ქ.11პ), და გიორგი
გიგაურმა(12ქ.10მ).  

,,ნიკეამ“ შინ ,,ირაო-ფოთი“ მიიღო და მეტოქე დიდი სხვაობით,
82:46 დაამარცხა.  ნიკეას გუნდს 23 ქულით ზურაბ
გეგჭკორმა  ულიდერა, ხოლო  ორმაგი დუბლი ჯიმშერ კურტანიძემ და მამუკა ნიკოლეიშვილმა
შეასრულეს. კურტანიძემ 15 ქულა და 18 მოხსნა, ხოლო ნიკოლეიშვილმა 11 ქულა და 15 მოხსნა
დააგროვა. ,,ფოთის“ შემადგენლობაში 15 ქულით გიორგი გარუჩავა გამოირჩა, ხოლო 14 ქულითა
და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ჯანო ბერაიას ანგარიშზეა.  

ავერსი 1-მა უმასპინძლა რუსთავი 2-ს და მეტოქე დამაჯერებლად,
70:50 დაამარცხა.  ავერსელებს ორმაგი დუბლით,
19 ქულითა და 11 მოხსნით ნოდარ ბერაიამ ულიდერა, ხოლო რუსთაველებს  21 ქულა გიგი გოგობერიშვილმა შესძინა. ორმაგი დუბლი
მიითვალა თორნიკე ალავერდაშვილმა, რომელმაც 10 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.  

შეგახსენებთ, რომ დღეს აკადემიის დარბაზში კიდევ ორი
მატჩი შედგება: კარდინალი 1 ,,ზაზას“ 18:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 20:00 საათზე
,,სოხუმი“ – ,,ავერსი“ შეხვედრა გაიმართება.

კაკტუსი – კარდინალი 2

AXE – რუსთავი 1

ავერსი 1 – რუსთავი 2