16-წლამდელთა ტური აკადემიის დარბაზში გაგრძელდა

16-წლამდელთა ტური აკადემიის დარბაზში გაგრძელდა

16-წლამდელთა
მესამე ტური, რომელიც რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო დღეს აკადემიის დარბაზში გაგრძელდა.
დღის პირველ შეხვედრაში სამედიცინო შსს-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 58:66
დამარცხდა.

თავდაპირველად მატჩი ,,მედიკოსთა” უპირატესობით  წარიმართა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში შსს-მ
მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და შეხვედრა მოგებით დაასრულა. შსს-ს გუნდს ვილი ისიანმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულითა
და 31 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა და ამ შედეგით მიმდიანარე სეზონში მოხსნებში რეკორდი
დაამყარა. სამედიცინოს რიგებში ორმაგი დუბლი ლუკა ზაქრაძემ(27ქ.12მ. 4პ.7ჩ)და ნიკოლოზ
ლომიძემ (13ქ. 10მ) შეასრულეს.

 დებიუტანტი
axe უშანსოდ დამარცხდა ,,სოხუმთან’  – 70:102. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა კალათბურთელმა მიითვალა: დავით სალაყაიამ 36 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო
ლუკა ბულიავამ 20 ქულა და 10 მოხსნა. აღსანიშნავია ასევე სოსო მაჭავარიანის კარგი თამაში,
რომელიც 20 ქულით, 11 მოხნითა და 11 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლის ავტორი გახდა.

 დღის მესამე
მატჩში ,,ნიკეამ” დიდი ანგარიშით დაამარცხა ავერსი 2-ის გუნდი – 90:52. ნიკეას გუნდს
თორნიკე  გაგუამ ულიდერა, რომელმაც 44 ქულა
მიითვალა და მიმდინარე სეზონის რეკორდი გააუმჯობესა.(აქამდე ეს რეკორდი სამედიცინოს
მოთამაშე ლუკა ზაქრაძეს ეკუთვნოდა -38 ქულა). ორმაგი დუბლი მიითვალა ზურაბ გეგეჭკორმა,
რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

 რაც შეეხება
ავერსი 2-ის გუნდს, მის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 9  ქულა ზაზა აკობიძის ანგარიშზეა.

 ,,აკადემიასთან”
დამარცხდა ავერსი1-ის გუნდიც, რომელმაც მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 56:71 დამარცხდა.  აკადემიელებმა მეტოქეს ფაქტიურად შანსი არ დაუტოვეს
და ,,აკადემიურად” იმარჯვეს. ,,ავერსის” რიგებში 15 ქულით ლუკა მაჩაიძე გამოირჩა, ხოლო
12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ნოდარ სანაიამ მიითვალა. აკადემიელებს 16 ქულით
რატი ნონიკაშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი კი ნიკოლოზ შაბაშვილი ს ანგარიშზეა – 10 ქულა
და 11 მოხსნა.

 ტურის დასკვნით
შეხვედრაში კარდინალი 1-მა დიდი სხვაობით სძლია ,,ლომებს”– 70:34. გამარჯვებულთა რიგებში
საუკეთესო გიორგი გუგეშაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
,,ლომების” შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 10 ქულა საბა გველესიანმა დააგროვა.