2012-2013 წლების სეზონის ასაკობრივი ჩემპიონატები იწყება

2012-2013 წლების სეზონის ასაკობრივი ჩემპიონატები იწყება

2012 წლის 4 ნოემბერს,  სტარტს 16-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი აიღებს.
წლევანდელ სეზონში 24 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ა და ბ ჯგუფებში იქნებიან გადანაწილებულნი.

 თამაშები  თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.
ა ჯგუფი

რუსთავი1, რუსთავი3, ქუთაისი2, მარნეული, ჰიუნდაი1, შსს კადემია, აკადემია2, მართვე3, სოხუმი, ორბი2, კაქტუსი, მართვე1.

ბ ჯგუფი:
 რუსთავი2, ქუთაისი1, ბათუმი, ორბი1, აკადემია1, მართვე2, მართვე4, TBC, AXE, დინამო, იმედი, ლომები.

 16-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება:

 პირველ ეტაპზე
კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ქვეჯგუფად გაიყოფიან,  სადაც ერთ  წრედ იასპარეზებენ. მეორე ეტაპზე 6-6 საუკეთესო შედეგის
მქონე გუნდი შეადგენს  ორ ფინალურ ქვეჯგუფს
(,,ა“ – ,,ბ“), ხოლო დანარჩენი 6-6 გუნდი  ,,გ“
– და ,,დ“ ქვეჯგუფებში ითამაშებენ შემდეგი სისტემით: ,,ა“ ქვეჯგუფი ეთამაშება ,,ბ“
ქვეჯგუფს, ხოლო ,,გ“ ქვეჯგუფი -,,დ“ ქვეჯგუფ  ერთ წრედ. 
გუნდებს პირველ წრეში ურთიერთშეხვედრების შედეგად მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდებათ.

 ფინალურ  (,,ა“- ,ბ“) ქვეჯგუფებში მონაწილე  გუნდებიდან 4-4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი პლეიოფში
იაპარეზებს, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება.

  16-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე  3 დღით ადრე,  1 ნოემბერს, სტარტს აიღებს საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 2012-2013
წლების სეზონში მონაწილეობას 18  გუნდი მიიღებს:
 შსს აკადემია, რუსთავი 1, რუსთავი 2, ნიკეა, მართვე
1, მართვე 2,  მართვე 3, ჰიუნდაი 1, ჰიუნდაი
2, თსსუ, აკადემია 1, აკადემია 2, ქუთაისი, დინამო, მარნეული, მაკაბი, თელავი და ნაკრები-97.

  წლევანდელი
სეზონის ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კენჭისყრის შედეგად 18 გუნდი
ერთ წრეს ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდებიან:
,,ა“ ჯგუფში მოხვდება საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 8 გუნდი, ,,ბ“  ჯგუფში კი დანარჩენი  – 10. ქვეჯგუფებში თამაშები ერთ წრედ გაიმართება.  პირველი ეტაპის შემდეგ ,,ა“ ჯგუფში მოხვედრილ 8
გუნდს  და აგრეთვე იმ 10 გუნდს, რომლების ,,ბ“
ჯგუფში იასპარეზებენ, პირველ წრეში  ურთიერთშეხვედრების
შედეგად მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდება.

,,ბ“ ჯგუფში მოხვედრილი 10 გუნდი ითამაშებს  მხოლოდ ერთ წრეს და შესაბამისად მიენიჭება ადგილი
9-დან 18-მდე.  მესამე ეტაპზე ,, ა“ ჯგუფში  გასული 8 გუნდიდან ყველა გუნდი ითამაშებს მეოთხედფინალში,  1-4 ადგილზე გუნდები კი პლეიოფის სისტემით ორ მოგებამდე
ითამაშებს.

18-წლამდელთა მატჩებს  თბილისის გარდა,  ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მარნეული და თელავი  უმასპინძლებს.