3X3 კალათბურთში იუსტიციის სამინისტროს თასი 26 ივლისს გათამაშდა

3X3 კალათბურთში იუსტიციის სამინისტროს თასი 26 ივლისს გათამაშდა

გალერეა 
26 ივლისს იუსტიციის სამინისტროს თასი გათამაშდა 3X3 კალათბურთში, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტურნირში იუსტიციის  დეპარტამენტები და ამ უწყებას დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახური მონაწილეობდნენ.
ტურნირი საკალთბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის ლიცენზირებულ, სტანდატრულ მოედანზე გაიმართა. შეჯიბრში 11 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ჯგუფებში იყვნენ განაწილებულნი. ჯგუფურმა ეტაპმა საუკეთესო 8 გუნდი გამოავლინა, რომლებმაც პირველობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს.
პლეი ოფიდან ქომაგთა აქტიურობა გამძაფრდა. მოთამაშეების მხარდასაჭერად იუსტიციის სახლთან საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, რომელთა ნაწილიც საგანგებოდ დამზადებული ტრანსფარანტებით იყვნენ აღჭურვილი. საინტერესო მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩების შემდეგ ფინალისტები გამოვლინდნენ – „მთავარი პროკურატურა“ და „იუსტიციის სახლი 2“.
საჩემპიონო მატჩი საინტერესო გამოვიდა. ქომაგთა აქტიურობამ პიკს მიაღწია. ანგარიში თანაბრად იზრდებოდა, თუმცა ბოლო 3 წუთში შიო ხეცურიანისა და კოკა გოცაძის წინამძღოლობით „იუსტიციის სახლმა“ დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა და გაიმარჯვა კიდეც – 10:5.
დაჯილდოვების ცერემონიალის პირველი ნაწილი მე-2 ადგილზე გასული გუნდის დაჯილდოვებას დაეთმო. პრიზიორები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის დამფუძნებელმა, აღნიშნული ტურნირის გამართვის იდეის ავტორმა ერეკლე ამაშუკელმა დააჯილდოვა.
პრიზიორებისთვის ორგანიზატორებმა საინტერესო მედლები და თასები დაამზადეს. თასს იუსტიციის სამინისტროს მთავარი ოფისიც შენობის ფორმა ჰქონდა, ხოლო მედლებიც ასეთივე ფორმის, ოღონდ შედარებით მომცრო ზომის იყო და ჩამოსაკიდიც ჰქონდა.
პირველ ადგილზე გასული „იუსტიციის სახლის“ წევრები მედლებით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ – მიხეილ სარჯველაძემ დააჯილდოვა. ტუნირის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული თასი გამარჯვებული გუნდის ლიდერს, 2003-2004 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ შიო ხეცურიანს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.
სულ ბოლოს, „3X3 კალათბურთში იუსტიციის თასი 2014“-ის გამარვებული გუნდის კაპიტანს, შიო ხეცურიანს საჩემპიონო თასი მიხეილ სარჯველაძემ უსახსოვრა, რითაც ტურნირი და ერთი ლამაზი, სპორტული დღე იუსტიციელთათვის დასრულდა.