3X3 კალათბურთში თბილისის ტურის კალენდარი ცნობილია

3X3 კალათბურთში თბილისის ტურის კალენდარი ცნობილია

  3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტურის კალენდარი ცნობილია. „თბილისი მოლში“ 22 ივნისს გასამართი თბილისის ტური დილის 10 საათიდან დაიწყება და თამაშები I და II მოედნებზე შემდეგი კალენდრით წარიმართება:

   

   
შეგახსენებთ გათამაშების ფორმატს. თბილისის შესარჩევ ტურნირში სულ 50 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 16 ჯგუფსი არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 14 სამგუნდიანი და 2 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან თითო საუკეთესო გავა და შესაბამისად, გუნდები პლეი ოფს მერვედფინალიდან დაიწყებენ.
თბილისის ტურის მიზანია, გამოავლინოს ის საუკეთესო 6 გუნდი, რომლებიც 12 ივლისს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. თბილისის ტურის ნახევარფინალში გასული 4 გუნდი ავტომატურად გადადის საქართველოს ფინალში, მომდევნო 4 გუნდი კი 2 საგზურს პლეი აუტის სისტემით გაითამაშებს. თბილისის ტურზე გამოვლინდება ტურის ჩემპიონი გუნდი და საუკეთესო მოთამაშე.
„თბილისი მოლში“ გაიმართება 3X3 კალათბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნა. თამაშები დილის 10 საათიდან დაიწყება, გახსნის საზეიმო ცერემონიალი კი 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ტურნირში მონაწილეებისთვის:
–         დილის 9 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია, რომელზეც აუცილებელია გუნდის მინიმუმ 1 წარმომადგენლის გამოცხადება.
–         ტურნირის ყველა მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გარეშეც რეგისტრაციას ვერ გაივლიან.
–         მოთამაშეებს დაურიგდებათ გუნდის ბეიჯები, რომლის გარეშეც მოედანზე ვერ შევლენ.
       თბილისის ტურის კენჭისყრა გუშინ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა