51–ე სკოლას ოთარ ფხაკაძემ გაამარჯვებინა

51–ე სკოლას ოთარ ფხაკაძემ გაამარჯვებინა

ტურის და ვინძლო მიმდინარე ჩემპიონტის საუკეთესო მატჩი ხუთშაბათს “სასოფლოს” დარბაზში გაიმართა. ერთმანეთს ლიკა ქაჯაიას “51–ე სკოლა” და ზვიად დიდბარიძის “მართვე–4” ხვდებოდნენ.

მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული იყო გამარჯვებულის ვინაობა სულო ბოლოს გაირკვა, რაზეც ანგარიშიც მიანიშნებს – 84:83 “51–სკოლის” სასარგებლოდ.მატჩის გმირი გახდა კადეტთა ნაკრების გონებასხარტი გამთამაშებელი ოთო ფხაკაძე, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანი ხომ ჩააგდო სირენამდე წამებიტ ადრე და მანამდეც, მთელი შეხვედრის მანძილზე თავსატკივარი გაუჩინა მართველებს, რომლებიც ვერაფრით ვერ იცავდნენ თავს ფრაკაძის გააზრებული გარღვევებისგან.ფხაკაძემ საბოლოოდ 37 ქულას, 5 მოხსნას, 7 პასსა და 6 ჩაჭრას მოუყარა თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბურთი 8–ჯერ დაკარგა და მომავალში მეტ სიფრთხილეს თუ გამოიჩენს, ამ ასაკის გამთამაშებლებში კონკურენტი ალბათ ძნელად მოეძებნება.ოთოს გვერდში მთელი გუნდი ედგა, რომელთაგან ლევან მენაბდეს ყოჩაღი გარჯაა გამოსარჩევი. მან 20 ქულას, 10 მოხსნაც მოაყოლა და ქაჯაიას გუნდს გამარჯვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.“მართვე–4” უმეტესად იგებდა, რამდენჯერმე დიდბარიძის შეგირდთა უპირატესობა 12 ქულასაც გადასცდა, მაგრამ ოთო ფხაკაძე 51–ე სკოლელთა გაჭირვების ტალკვესი იყო – ისე შეძვრებოდა მეტოქის საჯარიმოში და ისე აზრიანად ესროდა, რომ მიუხედავად ტანმორჩილობისა, დამფარებელი იშვიათად ჰყავდა.დიდბარიძის გუნდს გამარჯვება შეეძლო, თუმცა მართველთა ლიდერმა ლევან ლოლიშვილმა გადამწყვეტ მომენტში, უკანასკნელი შეტევისას, წაიფორხილა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და 51–ე სკოლელებმაც გაიხარეს.მართვე–4 ალბათ იმით ინუგეშებს თავს, რომ წინა დღეს რუსთავში თამაშობდა და ქვემოქართლელთა გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე – 59:45 დაამარცხა, რაშიც ლევან ლოლიშვილმა 16 ქულითა და 10 მოხსნით , მნიშვნელოვანი წილი დაიდო.16–წლიანთა ჩემპიონატის მესამე შეხვედრა ვერ გამოდგა საინტერესო – ერთმანეთს გათამაშების ერთ–ერთი ლიდერი და აუტსაიდერი შეხვდნენ: ზურაბ სამხარაძის დამოძღვრილმა “მართვე 1”–მა მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდული სხვაობით დაამარცხა “აფხაზეთი” – 119:48. მართველთაგან ვისაც არ დაეზარა, ყველამ შესანიშნავი სტატისტიკა დაიგროვა, თუმც ორი ყმაწვილი განსაკუთრებითაა გამოსარჩევი: ბექა ბურჯანაძემ და დათო გაფრინდაშვილმა 28–28 ქულა დააგროვეს, რასაც უხვად მოაყოლეს მოხსნა–პასები და სხვა სასარჯებლო მაჩვენებლები.