აკადემია და ზაზა ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ

აკადემია და ზაზა ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ

16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა
,,ჰიუნდაისა“ და ,,ბათუმს“ შორის ,,ჰიუნდაის“ გამარჯვებით დასრულდა – 75:51. 

გამარჯვებულთა 
რიგებში 19 ქულით  საუკეთესო სანდრო
სანაძე გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი სანდრო ბოლქვაძემ მიითვალა – 16 ქულა და 12 მოხსნა.  ,,ზღვისპირელთა” რიგებში კი 14 ქულითა და 10 მოხსნით
ორმაგი დუბლი სულხან  მელუას ანგარიშზეა.

 შეგახსენებთ,
რომ მეოთხედფინალური შეხვედრები  ერთ მოგებამდეა
და ამ მოგებით  ,,ჰიუნდაიმ“ ნახევარფინალური
საგზური მოიპოვა. 

გაირკვა კიდევ 
ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა. ,,აკადემიამ”  აგრარული 
უნივერსიტეტის გუნდი 81: 64 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აკადემიელთაგან
26  ქულით საუკეთესო გახლდათ ზეზვა  ლილუაშვილი, რომელმაც 9 პასიც  მიითვალა და ორმაგ დუბლამდე  ცოტა დააკლდა. 
სსაუ-ს  რიგებში კი 18-18  ქულა ბადრი ჭიხვარისა და ბექა წილოსანის  ანგარიშზეა.

რუსთავში  გაიმართა
კიდევ  ერთი  მეოთხედფინალური შეხვედრა.  რუსთავი 1-მა 
,,ავერსს“ უმასპინძლა, მეტოქეს 88:58 
სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. . რუსთაველთაგან 18-18 ქულა ერეკლე
ლორთქიფანიძემ და შოთა ნარჩომაშვილმა მიითვალეს, ამ უკანსკნელმა 12 მოხსნაც მოაგროვა
და ორმაგი დუბლი  შეასრულა. ,,ავერსის“ შემადგენლობაში
21 ქულით საუკეთესო გახლდათ ალექსანდრე ბაქრაძე, 
ხოლო ორმაგი  დუბლი ლუკა ოსკოპელის ანგარიშზეა
– 13 ქულა და 14 მოხსნა.

 ნახევარფინალები

 რუსთავი – ზაზა

 ჰიუნდაი – აკადემია

რუსთავში გაიმართა ნახავრფინალური მატჩი ,,რუსთავი
1-სა“ და ,,ზაზას“ შორის. რუსთაველები საკუთარ მოედანზე ,,ზაზასთან“ 72:81 დამარცხდნენ
და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ. ,,ზაზას“ რიგებში 
საუკეთესო 25  ქულით  ნუგზარ 
აბულაძე გახლდათ, ხოლო  15 ქულითა და
12 მოხნით ორმაგი დუბლი აჩიკო პულუზაშვილმა შეასრულა.

,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე   ნახევარფინალური შეხვედრაში ერთმანეთს  ,,ჰიუნდაი” და ,,აკადემია” დაუპირისპირდნენ.  დაძაბულ ბრძოლაში აკადემიელებმა 69:59 იმარჯვეს და
სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

,,ჰიუნდაის” რიგებში  საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე იყო, რომალმაც 13 ქულითა
და  10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო
,,აკადემიას” 25 ქულით ზეზვა ლილუაშვილმა ულიდერა.  ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკა  ცქიტიშვილმა, რომელმაც 10 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

აკადემია – სსაუ

ჰიუნდაი – ბათუმი