აკადემია ფინალს მიუახლოვდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემია ფინალს მიუახლოვდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა

16-წლამდელთა 
ნახევარფინალური სერიის მატჩებს 10 და 11 მაისს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.  აკადემია-ქუთაისის წყვილში აკადემიელები 2:0 დაწინაურდნენ. აკადემიამ  პირველ შეხვედრაში მეტოქე 82:59 დაამარცხა, ხოლო
მეორე მატჩში 66:55 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე
გრძელდება და  მესამე დაპირისპირება ქუთაისში
13 მაისს, 15:00 საათზე შედგება.

რა შეეხება ნახევარფინალური სერიის მეორე წყვილს, დინამო
შსს-სთან სერიაში 1:0 დაწინაურდა – 74:68. სერიის განმეორებითი შეხვედრა დღეს 20:00
საათზე აკადემიის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება.

აკადემია – ქუთაისი  82:59

აკადემია: სანდრო მამუკელაშვილი – 20 ქულა,  ლუკა ბულაშვილი – 16 ქულა, ნიკა ლეონიძე – 15 ქულა,
ნიკა დარბაიძე – 13 ქულა

ქუთაისი: ლადო ფურცხვანიძე – 14 ქულა, 8 მოხსნა

 

აკადემია-ქუთაისი  66:55

აკადემია: ნიკა დარბაიძე – 16 ქულა, 13 მოხსნა,
დავით აფხაზავა – 15 ქულა, ლუკა ბულაშვილი – 11 ქულა

ქუთაისი: ლადო ფურცხვანიძე – 23 ქულა, 21 მოხსნა,
მურად მერკვილაძე – 11 ქულა

 

მატჩისშემდგომი
კომენტარები

გია კაზანჯიანი
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი):  1-ელი თამაში ძალიან იოლად მოვიგეთ და ბიჭები დღესაც
თავდაჯერებულად გამოვიდნენ მოედანზე. გუშინ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, ხოლო დღეს ქუთაისმა
ჩაატარა თავისი საუკეთესო მატჩი. მიუხედავად ამისა, მობილიზება შევძელით და შეხვედრა
ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. წინ მესამე მატჩი გველის და ბუნებრივია ქუთაისში თამაში
გაცილებით  რთული იქნება, თუმცა ჩვენ  იქ მოსაგებად ჩავდივართ და  მიზნის მისაღწევად  მაქსიმუმს გავიღებთ.

შოთა ჯავახიშვილი
(„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ შეხვედრაში
გაგვიჭირდა და ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, თუმცა დღეს კარგად ვიასპარეზეთ და გამარჯვებასთანაც
ახლოს ვიყავით. „აკადემია“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ნაკრების გამოცდილი მოთამაშეებითაა
დაკომპლექტებული. მეტოქეს ღირსეულად ვებრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა, დღეს ფორტუნა
„აკადემიის“ მხარეს იყო.