აკადემია ფინალშია, რუსთავმა სერია გაათანაბრა

აკადემია ფინალშია, რუსთავმა სერია გაათანაბრა

,,დინამოს” საწვრთნელი ბაზაზე 
16-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩები გაიმართა.

დღის პირველ
შეხვედრაშიფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ,,აკადემია”  და ,,ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ.

აკადემიელებმა  ,,ჰიუნდაი” ძალზე იოლად – 85:49 დაამარცხეს,  სერია 2:0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო ნიკა ამირხანაშვილი გახლდათ, რომელმაც 19ქულა მიითვალა. ,,ჰიუნდაის”
შემადგენლობაში კი 8-8 ქულა გიორგი გაბრუაშვილისა და შიო კანდორელაშვილის ანგარიშზეა.

 ძალიან საინტერესო და დაძაბული
გამოდგა მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ,,ზაზასა” და ,,რუსთავს” შორის.  მატჩის პირველი ნახევარი ზაზას  უპირატესობით 
წარიმართა (44:32), თუმცა მესამე მეოთხედში ,,რუსთავმა” მოახერხა მობილიზება, მეტოქეს
დაეწია და საბოლოოდ 3-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

  ,,ზაზას”  რიგებში საუკეთესო იყო აჩიკო პულუზაშვილი, რომელმაც
17 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,რუსთავის” შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა, შოთა ნარჩომაშვილმა(22ქ.21მ)  და თორნიკე ქიტოშვილმა(19ქ.10მ)მიითვალეს. 

 ამ მოგებით ,,რუსთავმა”  სერიაში 
ანგარიში გაათანაბრა (1:1) და ახლა გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ მოედანზე,
რუსთავში გამართავს.