აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა

აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო ,,აკადემიის” დარბაზში
ცოტა ხნის დასრულდა 16- წლამდელთა

ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი ,,აკადემიასა”
და ,,რუსთავს” შორის, რომელიც ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა.შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით
დასრულდა – 33:29. თუმცა მესამე მეოთხედში რუსთაველებმა შეძლეს მობილიზება, სულ სხვაგვარად
ათამაშდნენ  და აკადემიელებს გაუთანაბრდნენ
– 48:48. დაძაბულობამ  პიკს ბოლო პერიოდში მიაღწია,
როდესაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. თუმცა აკადემიელებმა ზეზვა ლილუაშვილისა (19ქ)
და ნიკა ამირხანაშვილის (16ქ) კარგი თამაშის წყალობით საბოლოოდ 2 ქულიანი სხვაობით
– 67:65 იმარჯვეს.

 აღსანიშნავია,
რომ  ზეზვა ლილუაშვილმა გადამწყვეტ მომენტში
ზედიზედ ორი  სამქულიანი ჩააგდო, მატჩის ბოლო
წამებზე კი, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (65:65)  ლილუაშვილმა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე  წამით ადრე გადამწყვეტი ორი ქულა ჩააგდო და საკუთარ
გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რუსთაველთაგან 16 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ხოლო
ორმაგი დუბლი შოთა ნარჩომაშვილისა(13ქ. 15მ) და ლევან ურიდიას(13ქ.17მ) ანგარიშზეა.

 ფინალური სერიის
განმეორებითი მატჩი ,,რუსთავსა” და ,,აკადემიას” შორის ხვალ რუსთავში 16 საათზე გაიმართება.