აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თბილისის სპორტის სასახლემ 16-წლამდელთა ფინალური სერიის პირველ მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს კარდინალი-ორბი 1 და აკადემია დაუპირისპირდნენ.

 

 შეხვედრა აკადემიელეთა სასარგებლოდ დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს დრმატულ მატჩში 60:59 სძლიეს  და ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

შეხვედრის საწყისი წუთები კარდინალის უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველ ათწუთეულში 11:7 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში აკადემიელებიც გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლოს 29:26 გავიდნენ წინ. მესამე მეოთხედში კარდინალმა ჩინებულად იასპარეზა დაცვაში, მეტოქეს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინა და 40:32 დაწინაურდა. დრამატული გამოდგა შეხვედრის დასკვნითი მეოთხედი, სადაც აკადემიელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ.

დაძაბულობამ პიკს შეხვედრის მიწურულს მიაღწია, როდესაც აკადემიელებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. საბა მგალობლიშვილისა და ნიკა ცინცაძის 2-ქულიანბეის წყალობით, შეხვედრის ძირითადი დროის დსარულებმადე 1:09 წუთით ადრე აკადემია მინიმალური სხვაობით დაწინაურდა, თუმცა მიუხედავად ამისა, თენგო სხირტლაძისა და  და გიორგი გუგეშაშვილის აქტიურობით კარდინალის გუნდმა კვლავ მოიპოვა უპირატესობა და მატჩის ბოლო წუთს 59:55 დაწინაურდა. დარჩენილ დროში  აკადემიელმა თემურ პეტრიაშვილმა 2-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა, (57:59) ხოლო ლევან მასხულიამ 2 ზუსტი საჯარიმოს ხარჯზე ანგარიში საყაიმო გახადა 59:59. შეხვედრის დასრულებამდე 21.05 წამი რჩებოდა, როდესაც კარდინალის მოთამაშემ ლევან გოგალაძემ პერსონალური შენიშვა მიიღო. აკადემიის უკანახაზელმა ნიკა ცინცაძემ 2 საჯარიმოდან ერთი გამოყენა და 5 წამით ადრე საკუთრი გუნდი 60:59 დააწინაურა. რამდენიმე წამში კარდინალმა ვერაფარი გააწყო და სერიაში მეტოქეს 0:1 ჩამორჩა.

აკადემიას 17 ქულით ლევან მასხულიამ ულიდერა, ხოლო კარდინალის მხრიდან ორმაგი დუბლით 16 ქულითა და 19 მოხსნით თვაი დიმიტრი ბობლევმა გამოიჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ კარდინალისა და აკადემიის გუნდის მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ნინო ყიფშიძე (კარდინალის მთავრი მწვრთნელის ასისტენტი): როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, თამაში ძალინ დაძაბული და ემოციური გამოდგა. ნერვიულობის ფაქტორი უაღრესად დიდი იყო და ორივე გუნდს აშკარად დაეტყო. ვფიქრობ შემდეგი მატჩი დამოკიდებულია ბიჭების მობილიზებაზე. მათ კარგად  იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ და ვარჯიშზე მშვენივრად ართმევენ თავს დავალებებს, მაგრამ ემოციურ ფონზე ძალიან უჭირთ თამაშზე კონცენტრაცია.  

ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მწვრთნელი): ჩვენ გუნდს ადვილი გამარჯვება არ ჰქონია და ეს ძალიან მიშვნელოვანია ბავშვების და ზოგადად კალათბურთის განვითარებისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფიზ-მომზადება. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ  ფიზიკური მომზადების დიდი დამსხაურებაა და  დიდი მადლობა ამისთვის მწვრთნელს ირაკლი შიოშვილს. ჩვენი ბავშვები რამდენ ქულასაც არ უნდა აგებდნენ, მაინც ბოლომდე იბრძვიან, არ ნებდებიან და საბოლოოდ  გამარჯვებასაც აღწევენ. ხვალინდელ მატჩში ყურდღებას ალბათ დაცვაში გავამახვილებთ, რომელშიც ჩვენი მაქსიმუმი დღეს ვერ გამოვავლინეთ.