მე-3 ადგილის
მფლობელის ვინაობა ცნობილია და ის ორ ოვერტაიმიან, დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა.
„აკადემიამ“
რუსთაველთა წინააღმდეგობა საბოლოოდ მაინც დაძლია და 87:83 გაიმარჯვა.
შეხვედრა ძალიან
დაძაბული გამოვიდა, რაზც 2 დამატებითი დროის დანიშვნაც მიანიშნებს. აკადემიელებმა თავიდან
უპირატესობა კი მოიპოვეს და პირველი მეოთხედი 18:12 მოიგეს, თუმცა რუსთაველებმა თამაში
გამოასწორეს და ანგარიში გათანაბრდა. მთელი დარჩენილი დრო საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში
გავიდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას.
ძირითადი დროის
ბოლო წამებზე აკადემიელები 3 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა საფინალო სირენის თანხლებით
გიგი გოგობერიშვილმა სამქულიანი ჩააგდო და თამაში ფრედ – 70:70 დასრულდა. გამარჯვებული
ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა, ხუთწუთეული 7:7 დასრულდა და ყველაფერი მეორე ოვერტაიმში
გადაწყდა, რომელშიც აკადემიელებმა 10:6 იძალეს. ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი
ჩააგდო დავით აფხაზავამ, რომელმაც აკადემიელები 3 ქულით დააწინაურა. საბოლოოდ „აკადემიამ“
4 ქულის სხვაობით – 87:83 გაიმარჯვა და 16-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე აგილის მფლობელი
გახდა.
„აკადემიაშ“
25 ქულით საუკეთესო შედეგი დავით აფხაზავამ აჩვენა. 17 ქულა მოაგროვა შოთა მახარაშვილმა,
ლუკა გიორგაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 20 მოხსნა დაგროვდა. კიდევ ერთი ორმაგი დუბლი
აკადემიელმა საბა მახარაძემ (10 ქულა, 13 მოხსნა) გაიფორმა. რუსთაველებს 24 ქულით გიგი
გოგობერიშვილმა ულიდერა, გიორგი ტურძელაძემ კი პირად ანგარიშზე 10 ქულა და 20 მოხსნა
ჩაიწერა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვასილ სომხიშვილი(აკადემია): ძალიან რთული თამაში გამოდგა, თვითონ ბიჭებსაც აღარ
სჯეროდათ, რომ მოვიგებდით, თუმცა ძალები მოიკრიბეს. ამ ასაკში ჩვენი პირველი მედლებია, ყოველთვის მე-4
ადგილზე ვამთავრებდით სეზონს და და ვიმედოვნებ,
მომავალ წელს შედეგს უფრო გავაუმჯობესებთ. ამის მეტი შანსი და შესაძლებლობა გვექნება. მესამე ადგილი ურიგო არ არის, დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში
არანორმალური შრომა გაწიეს.
ლუკა გიორგაძე (აკადემია): ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, ეს მოსალოდნელიც
იყო, რადგან თანაბარი გუნდები ვართ. საბოლოოდ ბრძოლის და ჟინის ხარჯზე ვიმარჯვეთ. ჩვენმა
თავდადებამ თავისი გაიტანა და გამარჯევბა მოგვაპოვებინა.
აკადემია – რუსთავი-1 87:83