“აკადემიამ” “ზაზა” დაამარცხა

“აკადემიამ” “ზაზა” დაამარცხა

კვირას გაიმართული 5 შეხვედრიდან ყველაზე საინტერესო ბოლო, „ზაზას“ და „აკადემიის“ შეხვედრა გახლდათ. ეს გუნდები საკმაოდ ძლიერო მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი და ჩემპიონატის ფავორიტთა კატეგორიას განეკუთვნებიან.
საკმაოდ სწრაფი თამაში გაჩაღდა, ორივე გუნდი აქცენტს პირველ შეტევაზე აკეთებდა და თავიდან ამ კომპონენტში უპირატესობა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა. “ზაზა” ვერ იყენებდა სიმაღლეში უპირატესობას – მეფარეები სამწამიანში ფეხს ვერ იმაგრებდნენ. „ზაზას“ გამთამაშებელი ნუგზარ აბულაძე წინამძღოლობდა, რომელიც თითქმის ყველა შეტევის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ძირითადად ის იყო შემქმნელიც და დამგვირგვინებელიც, თუმც გადამწყვეტ ფაზაში იგი ხშირად ვერ ათავსებდა ბურთს კალათში. აკადემიელებს კი ასეთი გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლიათ, ისინი უფრო გუნდურად უტევდნენ და მათი მთავარი იარაღიც უკანა ხაზი იყო – ზეზვა ლილუაშვილი, გიორგი ქობალავა, საბა ჯაყელი, ნიკა ამირხანაშვილი, ბექა დარახველიძე – ეს ბიჭები სიმაღლით არ გამოირჩევიან, თუმცა საკმაოდ მობილურები და მიზანსწრაფულნი არიან მოედანზე. სწორედ ამ თვისებების ხარჯზე “აკადემიამ” პირველი ტაიმის ბოლოს სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.კიდევ ერთმა ფავორიტმა სსაუ–მ კვლავ დიდი სხვაობით იმარჯვა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა ამჯერად „ნიკეა“ დაამარცხა. ჩემპიონატში გუშინ ჩაება „ჰიუნდაი“, რომელმაც „საბურთალო“ დაამარცხა. ბათუმში თელაველები ჩავიდნენ, მაგრამ მასპინძებთან ვერაფერს გახდნენ.