აკადემიელებმა სერია გაათანაბრეს

აკადემიელებმა სერია გაათანაბრეს

ვაკეში მდებარე საკალთბურთო აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა
ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩს უმასპინძლა,სადაც ერთმანეთს ,,აკადემია“
და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ შეხვედრაში აკადემიამ იმარჯვა, რომელმაც მეტოქე  60:50 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გათანაბრა.

 აკადემიელებმა
მატჩჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და პერიოდში 18:14 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე  3-ქულიანი უპირატესობით, 31:25 გავიდნენ. საინტერესო
გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის დასაყისშიც სოხუმის გუნდმა დაწინაურება მოახერხა და
წინ 32:31 გავიდა. ამი შემდეგ გუნდებს  შორის
უშეღავთო ბრძოლა გაიმართა. პერიოდის შუაწელამდე ევრც ერთმა გუნდმა მოახერხა კალათში
ბურთის მოთავსება და კარგა ხანს ანგარიშიც უცვლეილი დარჩა. აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე
5:06 წუთით ადრე აკადემია მინიმალური სხვაობით 33:32 გავიდა წინ და თამაში ქულა-ქულაში
წავიდა. მიუხედავად ამისა, აკადემიელებმა შეძლეს მეტოქის გასწრება და მესამე პერიოდის
დასრულებამდე 45 წამით ადრე თავიაანთ სასარგებლოდ 6-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს –
43:37.

 დასკვნითი მეოთხედი
აკადემიამ ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა,  სოხუმელები კი მეტოქესთან  ვერაფერს გახდნენ. გადამწყევტი პერიოდის  ბოლო წუთზე აკადემიამ 10-ქულიან უპირატესობას უწია
და 58:48 გავიდა წინ, მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალურ სერიაში
მეტოქეს გაუთანაბრდა.  

 აკადემიის შემადგენლობაში
16-16 ქულა თემურ პეტრიაშვილმა და რატი ნონიკაშვილმა მიითვალეს, ხოლო ამ უკანსკნელმა
12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე
ლევან მასხულიამ, რომელის ანგარიშზეც 10 ქულა და ამდენივე მოხნსაა.  რაც შეეხება სოხუმს, მის რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა
სოსო მაჭავარინამა დააგროვა,  რომელმაც 9 მოხსნაც
მიითვა და ორმაგ დუბლამდე ერთდერთი მოხნსა დააკლდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მოგებული გუნდის მთვარ მწვრთნელს
ირაკლი ტომარაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა. 

ირაკლი ტომარაძე
(აკადემიის მწვრთნელი): ძალიან საინტერესო მატჩი იყო. ნახევარფინალურ სერიაში 0:1 ვმარცხდებოდით
და ახლა ანგარიში გავათანაბრეთ. წინა თამაშზე ბიჭები ძალიან დაძაბულები და დათრგუნულნი
იყვნენ, მაგრამ დღეს მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ და დიდი შემართებითა და მონდომებით
იასპარეზეს. წინა შეხვედრის ვიდეჩანაწერი ერთად გავაანალიზეთ. აკადემიელებმა კარგად
დაინახეს თავიაანთი შეცდომები და დღეს მაქსიმაურად ეცადნენ  ხარვეზების გამოსწორებას, რაც გამოუვიდათ კიდეც.
ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა მოხსნებში გვქონდა, თუმცა დღეს ფარი მოვიგეთ. აქცენტიც
ამაზე გვქონდა გაკეთებული. ბიჭებმა დიდი თავდადებით ითამაშეს და  დიდი მადლობა მათ ამისთვის. რაც შეეხება მომდევნო
მატჩს, ვინაიდან სერიაში ანგარიში გათანაბრდა ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მომენტი იქნება.
რომელი გუნდიც მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს, წარმატებაც მის მხარეზე იქნება. დღეს უშეცდომოდ
ნამდვილად არ გვითამაშია, ამიტომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ თამაშს და ხარვეზების გამოსწორებას
ვეცდებით. შორეულ ტყორცნებში შედარებით გვიჭირს და სამომავლოდ სწორედ ამ კომპონენტის
დახვეწაზე ვიმუშავებთ.

  შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი ,,სოხუმსა“
და ,,აკადემიას“ შორის  29 აპრილს თბილისის
სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.  

16-წლამდელთა ლიგა
ნახევარფინალი
კარდინალი – ქუთაისი 67:48 (მატჩის მიმოხილვა)