აკადემიელთა წაგება-მოგება

აკადემიელთა წაგება-მოგება

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა ,,დინამოს”
საწვრთნელ ბაზაზე. ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სსაუ და აკადემია2 დაუპირისპირდნენ.
მატჩი საინტერესო გამოდგა, რომელიც  სსაუ-ს
გამარჯვებით – 48:39 დასრულდა.

პირველ მეოთხედში
უპირატესობა სსაუ-მ მოიპოვა, თუმცა მეორე მეოთხედში აკადემიელები არ ჩამორჩნენ  მეტოქეს და ტაიმი 20:17 მოიგეს. მესამე მეოთხედიდან
 აგრარელებმა მოწინააღმდეგეს აჯობეს და საბოლოდ
9-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს. სსაუ-ს რიგებში 20 ქულით ლევან ანთაძე გამოირჩა
, ხოლო აკადემიელთაგან 15 ქულით ლევან მასხულია გახლდათ საუკეთესო, ორმაგი დუბლი კი
– 11ქულა და ამდენივე მოხსნა სოსო მაჭავარიანის ანგარიშზეა. რაც შეეხება ,,ორბი” –
,,აკადემია 1”-ის შეხვედრას, გელა წულაძის შეგირდებს მეტოქის დამარცხება არ გაჭირვებიათ
და მეტოქე იოლად – 88:59 დაამარცხეს.  ,,ორბის”
მხრიდან ორმაგი დუბლის ავტორები თემურ ზაქარაძე(24ქ.13მ) და დიმა ბიბილევი(11ქ.18მ)
გახდნენ, ხოლო აკადემიელთაგან 30 ქულით საუკეთესო ნიკა ამირხანაშვილი გახლდათ, ორმაგი
დუბლი კი ნიკა ცქიტიშვილის ანგარიშზეა -15 ქულა და 10 მოხსნა. საინტერესო გამოდგა ,,დინამოსა”
და რუსთავი2-ის დაპირისპირება, რომელიც რუსთაველთა გამარჯვებით 89:63 დასრულდა. შეხვედრის
პირველ ტაიმში ,,დინამომ” მოიპოვა უპირატესობა და ტაიმი 38:34 მოიგო, მესამე მეოთხედში
თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარმართა, თუმცა მეოთხე მეოთხედში რუსთაველებმა 37:8
აჯობეს მეტოქეს და მატჩში სოლიდური ანგარიშით იმარჯვეს. დინამოელთაგან ორმაგი დუბლი
თენგო  ხუციშვილმა(22ქ.10მ) და ვილი ისიანმა(10ქ.11მ)
შეასრულეს. გამარჯვებულთა მხრიდან  21 ქულით
დიმიტრი ჩიჩუა გამოირჩა. ორმაგი დუბლი კი გიორგი გიგაურისა(12ქ.14მ) და დათო ბარამიძის
ანგარიშზეა(15ქ.14მ).