ავერსმა და და ზაზამ პლეიაუტში იმარჯვეს

ავერსმა და და ზაზამ პლეიაუტში იმარჯვეს

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა
პლეიაუტის ორ მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ავერსი-მართვე – ზაზა და თსსუ – რუსთავი
1 დაუპირისპირდნენ. 

ავერსი-ზაზას შეხვედრა ავერსელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც
მეტოქეს 71:61 სძლია.  

ავერსელებმა 
მატჩის საწყისს ათწუთეულშივე მოიპოვეს უპირატესობა და პირველ ტაიმში 30:16 დაწინაურდნენ.
 მესამე მეოთხედში ზაზას გუნდი აქტიურად ათამაშდა,
თუმცა დასკვნით მეოთხედში ვეღარაფერი გააწყო და შეხვედრა 10 ქულის სხვაობით დათმო.
 ,,ავერსის“ შემადგენლობაში თავი ლუკა მაჩაიძემ
გამოიჩინა, რომელმაც 19 ქულითა და 16 მოხნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ზაზას“
მხრიდან ორმაგი დუბლით თავი იური ხალათიანმა გამოიჩინა – 20 ქულა და 10 მოხსნა.

სამდიცინოსა და რუსთავი 1-ის მატჩი რუსთაველთა გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და იოლად 85:50 იმარჯვა. თსსუ-ს ყველაზე
მეტი 18 ქულა ლუკა ზაქრაძემ შესძინა, ხოლო ,,რუსთავს“ 23 ქულით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა,
რომელმაც 9 მოხსნაც დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლის
ავტორი გახდა ტაბაღუას თანაგუნდელი  გიორგი
გიგაური, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და ამდენივე მოხსნაა.   

შეგახსენებთ, რომ 5-6 ადგილებს რუსთავი 1 – ავერსი1
გაინაწილებენ, ხოლო 7-8 ადგილებისთვის ერთმანეთს თსსუ და ,,ზაზა“ დაუპირისპირდებიან.

 
ავერსი 1 – ზაზა

თსსუ – რუსთავი 1