“ბათუმმა” “დინამოსთან” გაისეირნა

“ბათუმმა” “დინამოსთან” გაისეირნა

ბათუმში დღეს უთანასწორო მატჩი გაიმართა. გათამაშების ერთ–ერთი ლიდერი
„ბათუმი“ მიმდინარე ჩემპიონატში ყველა წაგების მქონე „დინამოს“ შეხვდა და 113:39
დაამარცხა. ამ გამარჯვებამ ბათუმელებს თავიანთ ჯგუფში ლიდერობა გაუმყარა.

ბათუმელები ალბათ კიდევ უფრო მეტი სხვაობით მოიგებდნენ, სრული
შემადგენლობით რომ ეთამაშათ. ზღვისპირელებს აკლდათ 2 ლიდერი – ირაკლი მიქელაძე და
ნიკა რამიშვილი. პირველი ბათუმელთა სუპერლიგაში მყოფ გუნდშია და დღეს თსუ–ს
წინააღმდეგ ელოდა თამაში. რამიშვილი კი 16–წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და
ხვალ სპორტის სასახლეში „ნიკეს“ ეთამაშება.

მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=122