ბათუმმა კვლავ მოიგო

ბათუმმა კვლავ მოიგო

საინტერესო შეხვედრა
გაიმართა დღეს ბათუმში, სადაც მასპინძლებმა ,,ზაზას” უმასპინძლეს და მეტოქე 4 ქულის
სხვაობით – 72:68 დაამარცხეს. დაძაბული გამოდგა შეხვედრის პირველი მეოთხედი, რომელშიც
სტუმრებმა

1 ქულის სხვაობით – 22:21 იმარჯვეს, მეორე პერიოდში კი ,,ბათუმმა” იძალა
და ტაიმი 5 ქულიანი უპირატესობით მოიგო – 39:34. შეხვედრის მესამე პერიოდიც საკმაოდ
საინტერესო გამოდგა. მატჩში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში
ბათუმელმა 16-წლამდელებმა მეტოქეს აჯობეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. მასპინძელთა რიგებში
32 ქულითა და 21 მოხსნით საუკეთესო ნიკოლოზ კოკობინაძე გახლდათ, რომლის მსგავსად აგრეთვე
ორმაგი დუბლი მურად ბაკურაძემ შეასრულა (13 ქ.15მ). ,,ზაზას” მხრიდან კი 30 ქულით ნუგზარ
აბულაძე გამოირჩა