ჩემპიონატი ეშხში შევიდა

ჩემპიონატი ეშხში შევიდა

კადეტთა ასაკის ჩემპიონატის მატჩებს უკვე ტრადიციულად ქცეულმა სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზმა უმასპინძლა, თუმც ერთი თამაში ქალაქგარეთ გაიმართა: “რუსთავმა” 51–ე სკოლის გუნდს უმასპინძლა და მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე დიდი სხვაობით, 31:90 დამარცხდა.
თამაშს აზრი პირველი მეოთხედის ბოლოსვე დაეკარგა, რადგან ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა 51–სკოლელებმა 29:9 იმარჯვეს, თუმც ამაზე არ გაჩერდნენ და დარჩენილ დროში თავიანთი უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადეს.გამარჯვებულებს ულიდერა ვლადიმერ ბარნოვმა, რომელმაც შესაშური მიზანი გამოავლინა და თამაშიდან ნასროლი 12 სროლიდან 10 რუსთაველთა კალათში მოათავსა..რუსთაველებმა მხოლოდ 31 ქულა მოაგროვეს და რა გასაკვირია, რომ ვერც ერთი მათგანი 10–ქულიან ზღვარს რომ ვერ ასცდა. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს ჯაბა არაბულის მონდომებული თამაში, რომელმაც ფარიდან ასხლეტილი ბურთი 20–ჯერ მოხსნა და ორმაგ ქუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 9 ქულამ დააღალატა.დასაწყისში ვთქვით, რომ რუსთავულ მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა, თუმც მეორე დღესვე, ოღონდ თბილისში, იმავ 51–ე სკოლის გუნდმა ეს რეკორდი გააუმჯობესა, როცა “აფხაზეთი” 63 ქულის სხვაობით, 98:35 დაამარცხა.თავი ისახელა 1993–წლიანთა ნაკრების გამთამაშებელმა ოთო ფხაკაძემ, რომელმაც 51–ე სკოლას 35 ქულა მიაშველა, რასაც 5 ჩაჭრაც მოაყოლა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ღირსეულად გახდა. წაგებულთაგან კი საუკეთესო ლუკა უძილაური იყო, რომელმაც 20 ქულას და 14 მოხსნას მოუყარა თავი. ლუკა შეტევაში შედეგიანი კი იყო, მაგრამ ბურთის ტარებისას მეტი სიფრთხილე მართებს. მან 11–ჯერ დაკარგა ბურთი. ყველაზე დაძაბული შეხვედრა “მართვული დერბი” გამოდგა, რომელშიც ამ სპორტსკოლის მეოთხე და მესამე გუნდები ხვდებოდნენ. თამაში პირველი წუთიდან ბოლომდე დაძაბული იყო. თავიდან “მართვე–4” იგებდა, თუმცა ხათუნა გაბედავას და მისი შვილის, ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდ ნოდარ შენგელიას გაწვრთნილი “მართვე 3” მეორე ტაიმში დაეწია მეტოქეს და უდაძაბულეს ფინალში, ბოლო წამებზე სანატრელი გამარჯვება მოიპოვა.მატჩის ბომბარდირი წაგებული გუნდიდან იყო: 36 ქულითა და 14 მოხსნით შეეწია “მართვე–4”–ს ლევან ლოლიშვილი, რომელმაც 20–დან 15 საჯარიმო ჩააგდო, რაც ამ ასაკის მოზარდებში საკმაოდ დიდი იშვიათობაა. დედა–შვილის გუნდს კი ბაჩი თუთიაშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 4 ჩაჭრა მიითვალა.დაბოლოს, მართველთა პირველი გუნდის წარმატებაზეც ვთქვათ, რომელმაც რუსთაველები 50 ქულით, 107:57 დაამარცხეს. გამარჯვებულებს არაერთი წინამძღოლი ჰყავდათ, რომელთაგან 26 ქულის მომხვეჭი ბექა ღუდუშაური და 23–ქულიანი ბექა ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ.