ჩემპიონატში ბათუმელებიც ჩაერთვნენ

ჩემპიონატში ბათუმელებიც ჩაერთვნენ

ზამთრის შესვენების შემდეგ ასაკობრივი ჩემპიონატებიც განახლდა და გასულ ორშაბათს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში 16–წლამდელთა ჩემპიონატის სამი მატჩიც გაიმართა.
დიდ ინტერესს იწვევდა მართვული დერბი, რომელშიც ზვიად დიდბერიძის გუნდი (მართვე–4) ზურაბ სამხარაძისას (მართვე–1) ხვდებოდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა პირველი მეოთხედი თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო და მხოლოდ ქულით იმარჯვა სამხარაძის გუნდმა. ხოლო მეორე ათწუთეულში „მართვე–1“ ათამაშდა და დიდი შესვენების შემდეგ უკვე 15 ქულით იგებდა.ჩინებულად თამაშობდა კადეტთა ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც საბოლოოდ 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. დიდბერიძის გუნდმა მეორე ტაიმში კი გამოასწორა ვითარება და მეტოქეს წამოეწია, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძარა აღარ ეყო და 73:76 დამარცხდა.ჩემპიონატის აუტსაიდერმა „აფხაზეთმა“ უშანსოდ წააგო „მართვე–4“–თან და გამარჯვების გემო ჯერაც არ განუცდია. გამარჯვებულთაგან გამოირჩა გაგა თევზაძე, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა, ხოლო გეგა მესხს 22 ქულა დაუგროვდა.მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი ჩაატარა „ბათუმმა“, რომელმაც ლიდერ 51–ე სკოლის გუნდთან 54:65 წააგო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თბილისელებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს ზღვისპირელების გატეხვა და ლიდერობა გაიმყარეს.