სტატისტიკა გალერეა16-წლამდელთა
ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. თბილისის “დინამომ” ნახევარფინალის
მესამე მატჩიც მოუგო “შსს-აკადემიას” და სერიაში მშრალი ანგარიშით – 3:0
იმარჯვა.მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, ბოლო
მეოთხედში, დინამოელებმა მეტოქეს გასაქანი აღარ მისცეს და დამსახურებული გამარჯვება
მოიპოვეს.
პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 14:8 მოიგეს, თუმცა დიდ შესვენებამდე ლიდერობა ვერ
შეინარჩუნეს. მეორე ათწუთეულის 19:12 მოგებით “დინამომ” დიდ შესვენებაზე
1-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. მესამე და მეოთხე პერიოდში დინამოელებმა სტაბილური თამაშით
უპირატესობა აღარ დათმეს და საბოლოოდ 57:48 გაიმარჯვეს.
დინამოელებში 20 ქულითა და 21 ქულით საუკეთესო გიორგი თვალაბეიშვილი იყო. მისი შემჩერებელი
აკადემიელებში ვერ მოინახა. 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა გიორგი გვიანიძემ.
“შსს-აკადემიაში” 18 ქულით ბომბარდირი ნიკა ლოლიშვილი გახდა, ვლადიმერ დოლიძემ
კი ორმაგი დუბლი-10ქულ და 13 მოხსნა მიითვალა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის
ანგარიში თანაბარია – 2:2. გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, სპორტის სასახლეში, 15:00 საათზე
გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ამროსი ორმოცაძე(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მოხარულები
ვართ, რომ ფინალური საგზური მოვიპოვეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინალური
სერიაც წარმატებით გავიაროთ.
ზვიად დიდბარიძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, საერთოდ არ წაგვივიდა თამაში, ბურთი ვერ ჩავაგდეთ..
,,დინამომ’’ ნამდვილად დამსახურებულად მოიგო .