ევროპის ლიგის საწყის მატჩებში “საქართველო 2004” უკრაინასთან და ლიტვურ SMK-სთან დამარცხდა

ევროპის ლიგის საწყის მატჩებში “საქართველო 2004” უკრაინასთან და ლიტვურ SMK-სთან დამარცხდა

წარუმატებელი სტარტი აიღო “საქართველო 2004”-მა ჩეხეთში, სადაც ქალაქ ოსტრავაში დღეს ევროპის 15-წლამდელთა ლიგის მესამე წრე დაიწყო. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს 2 მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში საქართველო “უკრაინა 2004”-თან 52:61 დამარცხდა, შემდეგ კი ლიტვურ SMK-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა 46:67 დათმო. 

საქართველო 2004″ 23 მარტს კიდევ 2 მატჩს გამართავს.

სნეიქსი (ჩეხეთი) – საქართველო 2004 – 23 მარტი, 14:00
საქართველო 2004 – ლაიონსი (ლიტვა) – 23 მარტი, 18:00