გელა დარსაძის სახელობის პრიზს სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მიიღებს

გელა დარსაძის სახელობის პრიზს სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მიიღებს

„ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის“ ინიციატივით საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სუპერლიგის გათამაშებაში პრიზი დააწესა. პრიზი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში არაერთი ტიტულის მომგები გელა დარსაძის სახელობისაა და ის სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს გადაეცემა.
ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასაკობრივი ზღვარი 21 წლით განისაზღვრა. სუპერლიგის ფინალური სერიის ბოლო თამაშის შემდეგ დასახელდება ჩემპიონატის საუკეთესო 21-წლამდელი კალათბურთელი.
სუპერლიგის ახალგაზრდა კალათბურთელის ტიტული ტრადიციული გახდება და მისი მფლობელი ყოველი სეზონის ბოლოს გამოვლინდება.