შედეგები
გალერეა 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალები დაიწყო. სერიაში
მოგებული ის გამოვა, რომელი გუნდიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. პირველი მატჩები დღეს
თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის საუკეთესო
4 გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პირველ წყვილში ერთმანეთს არმია და იბერი შეხვდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა.
პირველი პერიოდის 6 ქულით წაგების შემდეგ არმიელებმა დიდ შესვენებამდე მოიპოვეს ლიდერობა
– 32:30, თუმცა მესამე პერიოდი იბერმა ქულით მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ანგარიშში
სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
კახა ჟღენტის, გიორგი ჩახნაშვილისა და ცოტნე ცარციძის
ლიდერობით იბერმა დასკვნითი პერიოდი 19:7 მოიგო და საბოლოო ანგარიშით 60:53 იმარჯვა.
ჟღენტმა 19 ქულით ბომბარდირობა არავის დაუთმო, ცარციძემ კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა,
12 მოხსნა მიითვალა. ჩახნაშვილის ანგარიშზე 7 ქულა და 19 მოხსნა დაგროვდა. არმიელთაგან
12 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი პატარქალაშვილი.
მეორე ნახევარფინალური მატჩიც ანალოგიურად, თანაბრად
და დაძაბულად წარიმართა. რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულმა აკადემიამ გუნდურად
მოთამაშე ჰიუნდაის გატეხვა ბოლო წუთებზე მოახერხა. არადა, მატჩის დასრულებამდე 5-6
წუთით ადრე ჰიუნდაელები ხელჩასაჭიდად იგებდნენ, თუმცა აკადემიის წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს
და 75:70 გაიმარჯვეს.
აკადემიელებს ოთო პერტაიამ ულიდერა, რომელმაც 41 ქულა11
მოხსნა, 7 პასი და 7 ჩაჭრა მოაგროვა. 24 ქულითა და 12 მოხსნით გამოირჩა აბელ ნარსია.
აკადემიაც და იბერიც სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და თუკი
ხვალაც იმარჯვებენ, ფინალში გავლენ. არადა, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრები დაინიშნება.
იბერი – არმია 60:53
აკადემია – ჰიუნდაი 75:70