შედეგები
გალერეა
16 ივნისს მორიგი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა 16-წლამდელთა შორის. ერთმანეთს ერთის მხრივ არმია და იბერი, ხოლო მეორეს მხრივ ჰიუნდაი და აკადემია უპირისპირდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალებიდან გამსვლელი 2 მოგებაა საჭირო, მეოთხედფინალებისგან განსხვავებით.
ორივე თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ შეხვედრაში არმიასა და იბერს შორის ყველაფერი გადაწყდა. იბერმა არმია დაამარცხა და ფინალში აკადემია – ჰიუნდაის შორის გამარჯვებულს დაელოდება, რომელთა შორის მე-3 მატჩი გამოავლენს გამარჯვებულს. გამარჯვებულთა რიგებიდან აღსანიშნავია ბუბუ ჟღენტის და ირაკლი სულხანიშვილის შედეგიანობა, რომელთაც შესაბამისად – 11 და 10 ქულა შესძინეს თავიანთ გუნდს. გიორგი ჩახნაშვილს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა – 9 ქულა და 16 მოხსნა. არმიის მხრიდან საუკეთესოები იყვნენ სანდრო ჯორბენაძე 17 და დავით ჟღენტი 12 ქულით. იბერმა საბოლოოდ 58:53 იმარჯვა და ფინალშია. არმიას დააკლდა დავით კაკუშაძე, რომელმაც ხელის მცირე ტრავმა აწუხებს.
აკადემიასა და ჰიუნდაის შორის თამაშიც თავის მხრივ სანახაობრივი გამოდგა. მოგების შემთხვევაში აკადემია ფინალში გადიოდა, შესაბამისად ჰიუნდაის მხოლოდ მოგება უწყობდა ხელს რომ სერია გაეთანაბრებინა. აკადემიელთა დროდადრო წამოწევის მიუხედავად, ჰიუნდაიმ მოახერხა თამაშის სტაბილიზირება და გაუთანაბრა სერიის ანგარიში 1:1. გამარჯვებულთაგან საუკეთესოები იყვნენ ლევან წენგუაშვილი 16 ქულითა და 10 მოხსნით, ირაკლი ქოჩიაშვილი 15 ქულითა და 11 მოხსნით. ბექა ხაჩიურმა 11 ქულა მოაგროვა, ხოლო გივი გოგიტაშვილმა 11 ქულა და 15 მოხსნა. აკადემიელთაგან ოთარ პერტაიამ 20 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი და ამდენივე ჩაჭრა მოაგროვა, სანდრო მდივანმა 12 ქულა, აბელ ნარსიამ კი 10 ქულა და 12 მოხსნა.
მომდევნო მე-3 და გადამწყვეტი შეხვედრა ჰიუნდაისა და აკადემიას შორის 18 ივნისს 16:15 საათზე გაიმართება.
არმია – იბერი 53:58
ჰიუნდაი – აკადემია 69:56