ინტერვიუ კარდინალი-ორბის მწვრთნელებთან – ზვიად დიდბარიძესთან და ნინო ყიფშიძესთან
ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში 16-წლამდელთა ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება,
სადაც ერთმანეთს კარდინალი-ორბი1 და აკადემია დაუპირისპიდებიან.
ფინალური შეხვედრის წინ ,,კარდინალი-ორბს” ,,მანეჟის” საკალათბურთო დარბაზში ვეწვიეთ და გუნდის მწვრთნელებს ზვიად დიდბარიძესა და ნინო ყიფშიძეს გავასაუბრეთ.
– როგორ ემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის და როგორ შეაფასებთ თქვენს მეტოქეს?
ზვიად დიდბარიძე: – აკადემიის გუნდი რომ ფინალშია, ეს თავისთავად მის სიძლიერეს მეტყველებს. ,,აკადემია” ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. დიდი მონდომებით ვემზადებით და ვცდილობთ მაქსიმალურად მობილიზებულნი შევხვდეთ ხვალინდელ მატჩს.
ნინო ყიფშიძე: – ფინალური მატჩია და ჩვენი კონკურენტი რომ ძალიან ძლიერია ამას თქმა არ სჭირდება. ხვალისთვის სერიოზულად ვემზადებით და ყველაფერი გავშიფრეთ. ძირითადად ტაქიტაკაზე გავამახვილეთ ყურადღება. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ტაქტიკაა დაცვაც და თავდასხმაც.
– რას მიიჩნევთ ,,კარდინალის”ძლიერ და სუსტ მხარეებად?
ზვიად დიდბარიძე: – გამოკვეთილად არც სიმაღლეში გვაქვს პრობლემა და არც უკანახაზში, მაგრამ ყურადღებას ალბათ შორეულ ტყორცნებზე გავამახვილებდი, რომელშიც სხვა კომპონენტებთან შედარებით უფრო გვიჭირს და პროცენტულად არცთუ მაღალი შედეგი გვაქვს. ძლიერ მხარედ კი უკანახაზს მივიჩნევ. ჩვენი გუნდის სასტარტო ხუთეულის ბავშვები თავის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობენ და ,,კარდინალის” ლიდერები არიან.
ნინო ყიფშიძე: – ჩვენი ძლიერი მხარე იმაში გამოიხატება, რომ გუნდში ძალიან მეომარი ბიჭები გვყავს, თუმცა ჩვენი მეტოქეც არანაკლებ ბრძოლისუნარიანი და შეკრული გუნდია, რომელიც მთელი სულითა და გული იბრძვის. ,,აკადემია” მეორე ქვეჯგუფში იყო და ხშირად ვერ ვესწრებოდი მის თამაშებს. რეგულარულ ჩემპიონატში არ იყო პლეიოფის მსგავსი სერიოზული შეხვედრები, სადაც ,,აკადემიამ” ურთულეს ნახევარფინალურ მატჩებში იმარჯვა. იგივეს ვიტყოდი ჩვენს გუნდზეც. რაც შეეხება ჩვენს სუსტ მხარეებს, ზვიადს დავეთანხები შორეულ სროლებთან დაკავშირებით. ფინალურ შეხვედრებში ვფიქრობ გამართლებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სპორტის სასახლის ფაქტორიც. ჩვენს დარბაზს ძალიან ვართ შეჩვეულები და ბავშვები სივრცეს მაინცდამაინც კარგად ვერ ფლობენ.
– როგორ შეაფასებდით წლევანდელ სეზონს?
ზვიად დიდბარიძე: – 16-წლამდელთა ჩემპიონატში კარდინალის ორი გუნდი ასპარეზობდა. ვინაიდან ჩეპიონატი ორ ქვეჯჯგუფად იყო გაყოფილი, გადავწყვიტეთ 1997 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი მეორე ქვეჯგუფში გამოგვეყვანა, რომლებიც მომავალ წელს გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ კარდინალის პირველ გუნდში მხოლოდ 3 მოთამაშეა 1996 წელს დაბადებული, დანარჩენი 9 ბავშვი კი 1997-წლიანია. წლევანდელი სეზონი წარმოდგენილი იყო ყველაზე ძლიერი გუნდებით. სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოკვეთილი გუნდები არ იყვნენ და ადვილი მისახვედრი იყო რომელი გუნდი გავიდოდა პლეიოფსა და შემდგომ ეტაპებზე. 16-წლამდელთა ლიგაში კი წელს დარწმუნებით ვერავინ იტყოდა თუ ვინ მოხვდებოდა პლეოფში. მაგალითად, ,,ქუთაისი” შარშან გამორჩეული გუნდი არ ყოფილა, წელს კი ნახევარაფინალში გავიდა, სადაც რუსთავის გუნდმა, რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მივიჩნევ, მოხვედრა ვერ შეძლო. წელს პლეიოფის 8-ვე გუნდი თანაბარი იყო და ვერ გამოარჩევდი.
– წლევანდელი სეზონი მონაწილე გუნდების სიმრავლითაც გამოირჩეოდა …
ზვიად დიდბარიძე: – დიახ და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ჩეპიონატი ,,ა” და ,,ბ” დივიზიონების პრინციპით უნდა ტარდებოდეს. სუსტ გუნდებთან დიდი სხვაობით გამარჯვებას არც ჩვენი გუნდისთვის აქვს აზრი და არც მეტოქისთვის. სხვა მხრივ, ჩემპიონატი გაცილებით მაღალ დონეზე ტარდება და ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებულია. ამასთან ერთად შესანიშნავი იქნება თუ მსაჯების კვალიფიკაციაც კიდევ უფრო ამაღლდება.
ნინო ყიფშიძე: – ორგანიზებით ძალინ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ მსაჯობის სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უდა გამოსწორდეს. თამაშებზე ერთ-ერთი მსაჯი მაინც უნდა იყოს კვალიფიცირებული. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, თამაშები ყოველგვარი ექცესების გარეშე ჩაივლის და ნათლად გამოჩნდება ძლიერი და სუსტი გუნდები.
– ,,მანეჟში” რა სიხშირით ვარჯიშობთ და როგორი გრაფიკი გაქვთ?
ზვიად დიდბარიძე: – ყოველდღე ვვარჯიშობთ, თუმცა სკოლის სისტემით ყველა ასაკში ვერ ვახერხებთ. ჩვენთვის, როგორც გამორჩეული გუნდისთვის, სკოლის დირექცია გამონაკლისს უშვებს და მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რათა მეტი ვარჯიში ჩავატაროთ.
– ამ ასაკში მოასპარეზე თაობაზე რა აზრის ხართ?
ზვიად დიდბარიძე: – ძალიან შრომისმოყვარე თაობაა. ბავშვები მებრძოლები არიან და სწორედ ამის ხარჯზე აღწევენ წარმატებას. ვფიქრობ, მათთვის მაქსიმალური ხელშეწყობა და სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებაა საჭირო.ნინო ყიფშიძე: – შარშანდელთან შედარებით 1996-იანებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ადრე ამ ასაკში არცთუ ბვერი ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ წელს უფრო გამოჩნდნენ ბავშვები და სიმაღლის ფაქტორმაც შედარებით წინ წაიწია. ამ ასაკში მოასპარეზე ნაკრებმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რათა გარკვეულ შედეგს მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ბავშვებს ძალიან გაუჭირდებათ. რთულია 2.16 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშებთან პაექრობა, როდესაც შენს გუნდში ყველაზე მაღალი კალათბურთელი სიმაღლით 2.00 მეტრია. ბავშვებმა მთელი და სულითა და გულით უნდა იბრძოლონ და მუდმივად ივარჯიშონ.
– რომელმა გუნდმა დაიმსახურა თვქნეი სიმპატია ამ სეზონში?
ზვიად დიდბარიძე: – ,,სოხუმმა”, ,,აკადემიამ” და ,,რუსთავმა”. ისინი შემდგარი და ჩამოყალიბებული გუნდები არაინ.
ნინო ყიფშიძე: – მიმდინარე სეზონში ფავორიტად ,,სოხუმს”, ვთვლიდი და ვფიქრობდი რომ ფინალშიც გავიდოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი სიმპათია ,,აკადემიამ” დაიმსახურა, რომელიც ძალიან ერთსულოვანი გუნდია. ნახევარფინალში ბავშვებმა ისეთი შემართებით ითამაშეს რომ ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ,,რუსთავიც” გუნდიც ბრწყინვალეა, მაგრამ დავამარცხეთ და პლეიოფს ნაადრევად გამოვთიშეთ.
– უკან ჩამოიტოვეთ ,,ქუთაისიც”, მიუხედავად იმისა რომ მოედნის უპირატესობა მას ჰქონდა…
ნინო ყიფშიძე: – ჩვენი გუნდი კლასით გაცილებით მაღალ დონეზე დგას და არც კი გვიფიქრია, რომ თამაშს წავაგებდით. ,,ქუთაისს” ტაქტიკურად ძლიერი გუნდი არ ჰყავს. ამ გუნდში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები არიან და ჩვენს ბავშვებს უჭირთ მათ წინააღმდეგ თამაში. ეს არის მათი ბუნებრივი მონაცემი, რადგან ამ ასაკში ბავშვებს ფიზიკურად ძალიან ვერ დატვირთავ. ზოგადად, პერიფერიებს ეს ახასიათებთ და ყოველთვის გამოირჩევიან ბუნებრივად ძლიერი ბიჭებით. რაც შეეხება ,,ქუთაისთან” მატჩს, გადამწყვეტ შეხვედრაში საუკეთესო მსაჯობა იყო რაც ძალიან იშვიათია. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩისგან განსხვავებით მეორე შეხვედრა აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული და გამოვიდა სანახაობრივი და ლამაზი თამაში, სადაც ჩვენთვის არცერთ ასპექტს შეუშლია ხელი.
– თქვენს სამწვრთნელო საქმიანობაზე რას იტყვით და როგორ შეაფასებდით ახალგაზრდა კოლეგების მუშაობას?
ზვიად დიდბარიძე: – ამ სფეროში უკვე 26 წელი ვმუშაობ. 17 წლის ვიყავი როდესაც ლევან ჩხიკვაძემ ამ სკოლაში დაამწყებინა მწვრთნელობა. მასთან ერთად გვერდში უამრავი ადამიანი მედგა, რომლებიც ამ საქმეში ძალიან დამეხმარნენ – ვაჟა ჭოტაშვილი, როლანდ გელოვანი, თამაზ ოქრუაშვილი… ადრე საბავშვო სკოლის ნაკრებში ვთაშობდი, სადაც მე, დავით თორთლაძე, ამბროსი ორმოცაძე, მიხეილ კობეშავიძე ერთად ვასპარეზობდით… სიმაღლემ ხელი დიდად არ შემწყო, შემდეგ კი მძიმე ტრავმაც მივიღე და 17 წლის ასაკში სამწვრთნელო საქმიანობაში ჩავები. რაც შეეხება ახალგაზრდა მწვრთნელებს, მათ ძალიან დადებითად შევაფასებდი. ისინი უაღრესად განათლებულნი და მონდომებულნი არიან, სწავლა არ ეზარებათ და რჩევასაც სიამოვნებით იღებენ.
ნინო ყიფშიძე: – კალათბურთელი ვიყავი, ხოლო მწვრთელობა 1993 წლიდან დავიწყე. ფანატიზმამდე მიყვარდა სპორტის ეს სახეობა და ჩემთვის არაფერი არსებობდა კალათბურთის იქით. მართალია ვსწავლობდი, მაგრამ ამ საქმეში იდო ჩემი სული და გული. ფიზკულტურის ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული, ტექნიკური უნივერსიტეტში ვსწავლობდი და სანამ სამწვრთნელო ლიცენზიას მივიღებდი ანტონ კაზანჯიანი მასწავლიდა. ფიზკულტურის ინსტიტუში დაახლოებით ერთი წელი ვისწავლე, მერე კი ნინოშვილის ქუჩაზე, იმდროინდელ ლენინის დარბაზში გადავედი სამუშაოდ, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი დარბაზი იყო. შემდგომ მე და ზვიადი გავერთიანდით და მას მერე ერთად ვმუშაობთ.რაც შეხება ახალგაზრდა მწვრთნელებს, ისინი ძალიან მონდომებულნი არიან და ყველას შეუძლია გახდეს დიდი მწვრთნელი. ვხედავ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან და იმედია, მათ სხვა ახალგაზრდებიც შემოურთდებიან. მოხარული ვიქნები თუ უფრო მეტი ახლგაზრდა ჩაებმება ამ სფეროში და კალათბურთის მიმართ ინტერესი კიდევ და კიდევ გაიზრდება.