თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა 16-წლამდელთა ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი აკადემისა და კარდინალს შორის,
სადაც კარდინალის გუნდმა 59:39 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანაგარიში გაათანაბრა – 1:1.
,,კარდინალი-ორბმა” მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო და საწყის პერიოდში 15:10 დაწინაურდა, მეორე მეოთხედში აკადემიელებიც გააქტიურდნენ და ტაიმში 2 ქულით 24:26 ჩამორჩნენ. მესამე მეოთხედში კარდინალი ჩინებულად გაისარჯა დაცვაში და 10 ქულის სხვაობით 40: 30 დაწინაურდა.
დასკვნით მეოთხედში კარდინალის გუნდმა ძალიან მობილიზებულად იასპარეზა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე 57:36 გავიდა წინ და მატჩში სოლიდური მოგება გაიფორმა.
აკადემიელეთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 10 ქულითა და 11 მოხსდნით ლევან მასხულია გამოირჩა, ხოლო კარდინალის მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორი მოთამაშის ანგარიშზეა. გიორგი გუგეშაშვილმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო დიმიტრი ბობილევმა 18 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.
მატჩის დასრულების შემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც აკადემიისა და კარდინალის მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
ზვიად დიდბარიძე (კარდინალის მწვრთნელი): მიუხედავად ანგარიშში ასეთი სოლიდური სხვაობისა, საკმაოდ მძიმე თამაში გამოდგა და შედგა ისეთივე აკადემიური თამაში, როგორც გუშინ.დღეს დიდი ტაქტიკური ცვილილება არ ყოფილა, მაგრამ ის შეცდომები რასაც დაცვაში ვუშვებდით დღეს გამოვასწორეთ და სროლების უკეთესი პროცენტიც ვაჩვენეთ. მიმაჩნია, რომ მესამე გადამწყვეტი შეხვედრა კალათბურთის გაცილებით დიდი ზეიმი იქნება, სადაც უძლიერესი გაიმარჯვებს და შემთხევევითობას ადგილი აღარ იქნება. მნიშვნელოვანი გულშემატკივრის ფაქტორიც, დიდი იმედი გვაქვს რომ მომდევნო მატჩში მაყურებლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება მსაჯობას, ვფიქრობ დღეს ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ყოფილა.
ნინო ყიფშიძე (კარდინალის მთვარი მწვრთნელი ასისტენტი): წარმატებული თამაში იყო და ორივე გუნდი ისეთი შემართებით თამაშობდა, როგორც ფინალს შეეფერება და მსაჯობაც საუკეთესო იყო. მომავალ გადამწყვეტ მატჩში ძალიან ძლიერი თამაში იქნება.
გულშემატკივარ დღეს ორივე გუნდს მრავლად ჰყავდა, თუმცა სასწავლო საათბის გამო ბავშვების დიდი ნაწილი ვერ ახერხებსნ თამაშზე დასწრებას და ვიმედოვნებთ მომავალ მატჩში ეს პრობლემა აღარ შეიქმნება..
ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მწვრთნელი): ვულოცავ ,,კარდინალს” ამ გამარჯვებას. გუშინდელი მარცხის მიუხედავად ამ გუნდმა მოახერხა მობილიზება და დღეს საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელსაც დაცვაშიც და თავდასხმაშიც ყველაფერი შესანიშნავად გამოუვიდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, განვიხილავთ დღევანდელ თამაშს, გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და უკეთესად მოვემზადებით გადამწყვეტი შეხვედრისთვის, რატ აწარმატებას მივაღწიოთ.
ლევან გოგალაძე (კარდინალის მოთამაშე): ძალიან დაძაბული თამაში იყო, გუშინდელი მატჩის შემდეგ გავანალიზეთ ჩვენი შეცდომები და თამში გამოვასწორეთ. ჩვენი გუნდი ერთსულვანი იყო დღეს და სწორედ ამის ხარჯზე მოვიპოვეთ გამარჯვება.
თემურ პეტრიაშვილი (აკადემიის მოთამაშე): კარდინალის ბიჭებმა მესამე-მეოთხე პერიოდებში გაგვტეხეს და გვაჯობეს როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, რამაც საბოლოდ ჩვენი მარცხი განაპირობა.