16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური ფოთში დაიწყო,
სადაც ადგილობრივმა ფოთის ,,ირაომ“ საკუთარ
მოედანზე კარდინალი-ორბი1 მიიღო და 49:63 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე სასარგებლოდ,
29:21 დასრულდა. ,,ზღვისპირელები“ მესამე მეოთხედში
გააქტიურდნენ და მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში ვერაფერი
გააწყეს და მარცხი განიცადეს. ,,ფოთის“ შემადგენლობაში იჯანო ბერაია გამოირჩა, რომელმაც
15 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,კარდინალის“ მხრიდან
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. ვასილ მჭედლიშვილმა 17 ქულა და 12
მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზე 16 ქულა და 22 მოხსნაა.
შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა მორიგი ტურის დანარჩენი შეხვედრები ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში გაიმართება. ერთმანეთს ავერსი2- ,,ლომები“, ,,კაკტუსი“ – რუსთავი2, აკადემია
– ავერსი1, კარდინალი2 – ,,ქუთაისი“, შსს აკადემია – თსსუ და ,,ზაზა“ AXE დაუპირისპირდებიან. მატჩები 10:00,
12:00, 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე შედგება.