ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 16-წლამდელთა ფინალური საგზურისთვის შედგა კარდინალისა
და ქუთაისის დაპირისპირება.
ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში ,,კარდინალმა“
67:48 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.
მატჩის საწყისი
ათწუთეული ,,კარდინალის“ მცირე უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიოდის მიწურულს
3 ქულით დაწინაურდა – 15:12. მეორე პერიოდი გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს, თუმცა
მასპინძლებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრის პირველ ნახევარში
32:29 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში კარდინალის გუნდმა კიდევ უფრო იაქტიურა და 51:42
გავიდა წინ. გადამწყვეტი მეოთხედი კი ,,თბილისის კარდინალებმა“ ძალიან მობილიზებულად
ჩაატარეს, დაცვაში შესანიშნავად იასპარეზეს და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე
3:00 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ 20-ქულიანი
სხვაობა დააფიქსირეს – 64:44. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს
და მარცხი განიცადეს.
მასპინძლებს 18 ქულით ლევან გოგალაძემ ულიდერა, ხოლო
15 ქულითა და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმიტრი ბობილევმა ულიდერა. ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით გამოირჩა
ირაკლი მაცაბერიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 13 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.
,,ქუთაისისა“ და,, კარდინალის” ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 1 მაისს ქუთაისში 16:00 საათზე გაიმართება.