16-წლამდელთა ჩემპიონატის სამი შეხვედრა გაიმართა დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო“ – ,,ზაზა“ დაუპირისპირდნენ, რომელიც ,,ზაზას“ იოლი
გამარჯვებით, 100:45 დასრულდა
. დინამოელთაგან ორმაგი დუბლით, 11 ქულითა და 10 მოხსნით დავით მაჭარაძე გამოირჩა,
ხოლო ,,ზაზას“ შემადგენლობაში საუკეთესო ლევან
გორდულაძე გახლდათ, რომელმა 51 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლი კი აჩიკო პულუზაშვილმა
(15ქ.16მ)და თორნიკე შეყილაძემ(12ქ.12მ) შეასრულეს. ,,აკადემია 1-მა“ ,,ორბი“ ანგარიშით 99:49 დაამარცხა. გამარჯვებულთა
რიგებში 21-21 ქულა ბექა დარახველიძემ და ნიკა
ცქიტიშვილმა მიითვალეს, ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა (19მ.) ასევე ორმაგი
დუბლის ავტორი გახდა გიორგი ქობალავა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 13 მოხსნაა.
,,ორბის“ მხრიდან კი საუკეთესო 16 ქულით ლაშა ვეკუა იყო. დღის დასკვნით შეხვედრაში
,,აკადემია 2“ სსაუ-სთან დიდი სხვაობით 33:76 დამარცხდა. აკადემიელებს 15 ქულით სოსო
მაჭავარიანმა ულიდერა, ხოლო სსაუ-ს რიგებში 15-15 ქულა ოთარ სანიკიძემ და ბექა წილოსამა
მიითვალეს. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. სსაუ-ს
შემადგენლობაში 13 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი კიდევ ერთი კალათბურთელის, ბადრი
ჭიხვარიას ანგარიშზეა.