16-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა მარნეულში მდებარე
,,ატა ჰოლდინგ ცენტრის” საკალათბურთო დარბაზში,
სადაც ადგილობრივმა ,,მარნეულმა” ,,ავერსს” უმასპინძლა.შეხვედრა სტუმრების
გამარჯვებით, ანგარიშით 68:54 დასრულდა. ,,მარნეულის”
რიგებში ორმაგი დუბლით, 13 ქულითა და 12 მოხსნით
არჩილ შაორშაძე გამოირჩა, ხოლო ავერსელებს 20-20 ქულა ალექსანდრე ბაქრაძემ და გიორგი
ჭონიაშვილმა შესძინეს. ორმაგი დუბლი შეასრულა ლუკა ოსკოპელმა, რომელმაც 16 ქულა და
13 მოხსნა მიითვალა. ,,მარნეულის” გუნდმა ზედიზედ გამართულ მეორე მატჩში საკუთარ მოედანზე
,,დინამო” მიიღო და მეტოქე ერთი ქულის სხვაობით –
48:47 დაამარცხა. მასპინძელთაგან საუკეთესო ორმაგი დუბლით, 15 ქულითა და 11 მოხსნით ჯაბა მოხევიშვილი
გახლდათ, ხოლო ,,დინამოს” შემადგენლობაში 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი თენგო
ხუციშვილის ანგარიშზეა.
16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე პლეიოფები
დაიწყება. დარჩენილია მხოლოდ ორი შეხვედრა: ერთმანეთს ,,ფოთი” – ,,ქუთაისი” და ,,ბათუმი” – ,,ავერსი” დაუპირისპირდებიან.