დღეს 16-წამდელთა მეოთხედფინალურ შეხვედრებს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ორი შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისი 1- რუსთავი 1-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქესთან 1 ქულის სხვაობით, 56:57 დამარცხდა. შესაბამისად რუსთაველებმა სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. მოგებულებს 15 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ირაკლი წიქარიშვილმა (10 ქულა, 14 მოხსნა) და თორნიკე ალავერდაშვილმა (13 ქულა, 15 მოხსნა) მიითვალეს. ქუთაისის გუნდს 27 ქულით ვიტალი ცქიფურიშვილმა ულიდერა,16 ქულა კი გიგი ვადაჭკორიას ანგარიშზეა.
რაც შეეხება მეორე მეოთხედფინალურ წყვილს, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ქუთაისი 2 და მართვე 2 ხვდებოდნენ, გამარჯვება მართვე 2-მა მოიპოვა – 116:73, სერიაში 2:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქუთტაისელებს 17 ქულა საბა გაგოშიძემ შესძინა, ხოლო მურად მერკვილაძემ 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, 14 ქულა დააგროვა იოანე გუბაევმა, ხოლო 12 ქულა თორნიკე შარვაშიძის ანგარიშზეა.
მართვე 2-ის გუნდს 45 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი კი ერთბასად ორმა კალათბურთელმა მიითვალა – დემეტრე წიკლაურმა (24 ქულა, 13მოხსნა) და ნოდარ სანაიამ (24 ქულა, 16 მოხსნა), დავით ჭიჭვეიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 12 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა.
ზემოაღნიშნული რუსთავი 1-ისა და ქუთაისის გადამწყვეტი შეხვედრა 28 აპრილს 16 საათზე რუსთავში გაიმართება.
ქუთაისი 1- რუსთავი 1 56:57
ქუთაისი 2- მართვე 1 73:116