16-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე წრე განახლდა. ,,დინამოს”
საწვრთნელ ბაზაზე ,,ჰიუნდაი” ,,ნიკეს” დაუპირისპირდა
და მეტოქე იოლად – 68:35 დაამარცხა.გამარჯვებულთა რიგებში 18 ქულით საუკეთესო ალექსი ქაჯაია გახლდათ,
ხოლო ,,ნიკეს” 14 ქულით ლაშა მირზაშვილმა
ულიდერა. სსაუ-მ ,,თსსუ” 62:42 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი საინტერესოდ
წარიმართა, რომელიც აგრარელთა 1-ქულიანი უპირატესობით დასრულდა – 28:27. მეორე
ტაიმში კი სსაუ-მ დიდი უპირატესობა მოიპოვა მატჩში 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.
,,აგრარელთა” რიგებში 17-17 ქულით ბადრი ჭიხვარია
და ოთარ სანიკიძე გამოირჩნენ, ხოლო სამედიცინოს მხრიდან საუკეთესო 11 ქულით გიორგი
რაზმაძე იყო. ტურის მესამე შეხვედრაში ,,დინამო” ,,აკადემიას” დაუპირისპირდა, თუმცა
მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 41:62 დამარცხდა. გამარჯვებულ გუნდს ორმაგი დუბლით, 18 ქულითა და 17 მოხსნით ედუარდ
ლომთაძემ ულიდერა, ხოლო,,დინამოს” შემადგენლობაში 12 ქულით თენგო ხუციშვილი გამოირჩა.
,,ზაზასა” და ,,რუსთავი2”-ის დაპირისპირება ,,ზაზას” გამარჯვებით, ანგარიშით 73:43
დასრულდა. ზურაბ სამხარაძის შეგირდთაგან 20 ქულით ლევან გორდულაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი
დუბლი, 10 ქულა და 18 მოხსნა აჩიკო პულუზაშვილის ანგარიშზეა. რუსთაველთა მხრიდან ასევე
ორმაგი დუბლი 14 ქულა და 11მოხნა დათო ბარამიძემ მიითვალა. ,,ორბმა” ,,მარნეულს” უმასპინძლა
და მეტოქე 46:31 დაამარცხა. პირველი ტაიმი ,,ორბის” 1-ქულიანი სხვაობით დასრულდა 19:18, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა მარნეულის გუნდს აჯობეს
და გამარჯვებაც მოიპოვეს. ,,ორბის” მხრიდან 17
ქულით გიორგი გუგეშაშვილი გამოირჩა, ხოლო
დამარცხებულ გუნდს 12 ქულით გიორგი მინაძემ ულიდერა. რაც შეეხება ტურის ბოლო
შეხვედრას, ,,ავერსმა” ,,თელავს” უმასპინძლა და მეტოქე 65:53 დაამარცხა. მატჩი საინტერესო
და დაძაბული გამოდგა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს
მასპინძლება აჯობეს თელაველებს და შეხვედრა მოგებით დაასრულეს. გამარჯვებულთა რიგებში
24 ქულით საუკეთესო გიორგი ჭონიაშვილი გახლდათ,
ხოლო თელაველთაგან 13 ქულით რევაზ ხაჩიძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი გურაშვილმა,
რომლის ანგარიშზე 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა. ფოთში გაიმართა ერთი შეხვედრა, სადაც მასპინძლებმა სტუმრად
,,საბურთალო161” მიიღეს და მეტოქე 56:32 დაამარცხეს. ფოთის რიგებში საუკეთესო 19 ქულით
გოდერძი ფაცია იყო, ხოლო სტუმართაგან ორმაგი დუბლით, 13ქულითა და 12 მოხსნით სოლომონ ბეგაშვილი გამოირჩა.