მერიის თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

მერიის თასზე დასასწრები  ბილეთების გაყიდვა იწყება

თბილისის მერიის თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში დღეიდან, 12 აგვისტოდან გაიყიდება. სულ 3 კატეგორიის ბილეთებია დაბეჭდილი – 5, 10 და 15 ლარიანი. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა 12 აგვისტოს, დღის 12 საათიდან შეეძლებათ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იტალიის, ესტონეთისა და ლატვიის ნაკრებები იასპარეზებენ. მატჩები 14, 15 და 16 აგვისტოს გაიმართება. სალაროებში სამივე სათამაშო დღის ბილეთები იქნება გამოტანილი და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნება, ტურნირის ყველა მატჩზე დასასწრები ბილეთი ერთიანად შეიძინოს.

~