მესამე და სამართალი

მესამე და სამართალი

ფინალურ სერიაში საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდეა მისული.
ქუთაისელებმა თბილისში 3 ქულით დამარცხების შემდეგ ქუთაისში დამაჯერებლად იმარჯვეს
და კვლავ თბილისში მოემგზავრება.

25 მაისს ჩემპიონის გამოსავლენი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში
გაიმართება. ქუთაისელები ამ ასაკის ჩემპიონები არიან, თუმცა შარშანდელი გუნდიდან
ახლა იმერლებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლიათ, რომლებმაც 16 წელს გადააბიჯეს
და გასული სეზონი 18–წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზეს.

რაც შეეხება „აკადემიას“, ეს გუნდი შარშან 16–წლამდელთა ჩემპიონატში
არ მონაწილეობდა და ახლა ჩემპიონობის ერთ–ერთი კანდიდატია.