საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 16-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები აკადემია – თსსუ-ს და AXE – ,,ლომებსა“ და კარდინალი 1-ავერსი 2-ს შორის. აკადემიელებმა თსსუ 59:55 დაამარცხეს და დაძაბულ
მატჩში გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრის საწყისი ათწუთეული,, აკადემიის“ უპირატესობით
დაიწყო(12:6), მეორე მეოთხედში ,,მედიკოსები“ გააქტიურდნენ, თუმცა მეტოქეს ვერ აჯობეს
და დიდ შესვენებაზე 6 ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მესამე ათწუთეული გუნდები გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა, თუმცა ,,აკადემიამ“ იძალა და მეტოქე 4 ქულის სხვაობით დაამარცხა. სამედიცინოს გუნდში საუკეთესო 27 ქულით ლუკა
ზაქრაძე იყო, ხოლო 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკოლოზ ლომიძემ მიითვალა.
მოგებულებს ულიდერა რატი ნონიკაშვილმა, რომელმაც 17 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი
შეასრულა.
AXE – ,,ლომების“ შეხვედრა დებიუტანტთა გამარჯვებით
დასრულდა რომელმაც მეტოქეს დიდი ანგარიშით, 62:33 სძლია. AXE-ს გუნდს 33 ქულით გიორგი თევდორაშვილიმა ულიდერა,
ხოლო ,,ლომების“ შემადგენლობაში 8 ქულა ერთბასად სამმა მოთამაშემ დააგროვა: გაგა არეშიძემ,
თემურ ზედგენიძემ და ანრი ნადაშვილმა. ტურის
დასკვნით მატჩში შედგა კარდინალი 1-სა და ავერსი 2-ის დაპირიპირება, სადაც კარდინალმა
იოლად 96:54 იმარჯვა. მოგებულთა რიგებში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: გიორგი გუგეშაშვილმა 22 ქულა და 10 მოხსნა
დააგროვა, ხოლო ვასო მჭედლიშვილის ანგარიშზე 16 ქულა და 13 მოხსნაა. ავერსი 2-ს ულიდერა ზაზა აკობიძემ, რომელმაც 13 ქულითა და
10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ
ტურში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. გაგაცნობთ
ანგარიშებს:
კარდინალი2-
ავერსი1 31:66
კაკტუსი – შსს 49:98
ნიკეა – რუსთავი1 57:98
(მატჩების მიმოხილვა)