16-წლამდელთა ჩემპიონატში
მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე. დღის პირველ შეხვედრაში
ერთმანეთს ,,საბურთალო 161”და ,,აკადემია 2” დაუპირისპირდნენ.
მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით,
ანგარიშით 60:57 დასრულდა. ,,საბურთალოს” ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 21 მოხსნით ირაკლი ჩიტაძემ ულიდერა. აკადემიელთაგან კი საუკეთესო სოსო
მაჭავვარიანი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 15 ქულა და 13 მოხსნა. ,,თელავმა”
,,ორბი”ანგარიშით 55:48 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 17 ქულით ჯუმბერ ყველაშვილი გამოირჩა,
ხოლო 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ოთარ ამონაშვილმა შეასრულა. ,,ორბის” რიგებში
კი საუკეთესო 24 ქულით გიორგი გუგეშაშვილი გახლდათ. ,,ნიკემ’ უმასპინძლა ,,ქუთაისს”,
თუმცა ვერაფერი გააწყო და 66:95 დამარცხდა. ,,ნიკეს” შემადენლობაში საუკეთესო 34 ქულით
ფირან გაგნიძე იყო, ხოლო გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
მიითვალა – გიორგი გუმბერიძემ(24ქ.10მ), გიორგი ჯიშკარიანმა(12ქ.10მ) და დათო ქარციკიძემ
(13ქ.11მ). ,,ჰიუნდაისა” და სსაუ-ს დაპირისპირება ,,ჰიუნდაის გამარჯვებით, ანგარიშით
60:46 დასრულდა. მოგებულებს 25 ქულით სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა, ხოლო აგარარელთა რიგებში
ორმაგი დუბლი ოთარ სანიკიძისა(14ქ.15მ) და ლევან ანთაძის(13ქ.12მ) ანგარიშზეა. ზედიზედ
მეორე მატჩი გამართა ,,ორბმა”, რომელმაც ,,რუსთავი2-ს” უმასპინძლა. მასპინძლები მეტოქეებთან
იოლად 42:75 დამარცხდნენ. ,,ორბის” რიგებში ორმაგი დუბლით, 11ქულითა და 10 მოხსნით
გიორგი გუგეშაშვილი გამოირჩა, ხოლო რუსთაველებს
24 ქულით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა. სპორტის სასახლეში შედგა ,,აკადემია 2-სა”
და ,,რუსთავი 1-ის” დაპირისპირება, სადაც რუსთაველებმა ძალზე იოლად 113:52 იმარჯვეს.
მოგებულთაგან საუკეთესო 23 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად
სამმა კალათბურთელმა შეასრულა – შოთა ნარჩომაშვილმა(19ქ.14მ), ლევან ურიდიამ(11ქ.16მ)და
შოთა რეხვიაშვილმა(10ქ.10მ). აკადემიის რიგებში კი ერთადერთი ორმაგი დუბლი სოსო მაჭავარიანის
ანგარიშზეა – 15 ქულა და 10 მოხსნა. ,,თელავმა” იოლად სძლია ,,დინამოს”. მატჩი 75:45
დასრულდა. დინამოელთა რიგებში 13 ქულა თენგო ხუციშვილმა მიითვალა, ხოლო თელაველთაგან
19 ქულით რევაზ ხაჩიძე გამოირჩა. თსსუ-მ ,,ფოთს”
უმასპინძლა და მეტოქე 45:35 დაამარცხა.
,,მედიკოსთა’ რიგებში 11-11 ქულა ნიკა ლომიძემ და ლევან გუგუშვილმა მიითვალეს. ,,ფოთის” რიგებში კი ორმაგი დუბლი გოდერძი ფაციამ
შეასრულა – 21 ქულა და 13 მოხსნა. ,,აკადემია1-სა”
და ,,მარნეულის” შეხვედრა აკადემიელების გამარჯვებით დასრულდა – 64:32. ,,მარნეულის” მხრიდან 10 ქულით გიორგი მინაძე
გამოირჩა, ხოლო ,,აკადემია1-ის” შემადგენლობაში საუკეთესო ნიკა ამირხანაშვილი გახლდათ,
რომელმაც 22 ქულა მიითვალა.