მორიგი ტურის შედეგები

მორიგი ტურის შედეგები

16-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ,,დინამოს”
საწვრთნელ ბაზაზე. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თსსუ და საბურთალო-161 დაუპირისპირდნენ.
მატჩი ახალგაზრდა ,,მედიკოსების” გამარჯვებით 49:41 დასრულდა.

თსსუ-ს მხრიდან საუკეთესო
25 ქულით ლუკა ზაქრაძე გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკოლოზ ლომიძემ მიითვალა – 13 ქულა,
12 მოხსნა.  საბურთალო161-ს რიგებში ორმაგი
დუბლი გურამ ბრეგვაძემ(17ქ.14მ)  და სოლომონ
ბეგაშვილმა(10ქ.19მ) შეასრულეს. ,,ორბისა” და ,,ზაზას” შეხვედრა, ,,ზაზას” გამარჯვებით
– 84:46. ,,ორბის” შემადგენლობაში 19 ქულით დემეტრე ვაჭარაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი
დუბლი გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზეა – 12 ქულა, 15 მოხსნა.  გამარჯვებულ გუნდს 19 ქულით ლევან გორდულაძემ ულიდერა,
ორმაგი დუბლი კი აჩიკო პულუზაშვილმა (10ქ.18მ)და თორნიკე შეყილაძემ (11ქ.15მ) შეასრულეს.
დაძაბული და საინტერესო თამაში შედგა  სსაუ-სა
და რუსთავს შორის, სადაც საბოლოოდ ,,აგრარელებმა” 2 ქულის სხვაობით იმარჯვეს –
61:59. სსაუ-ს მხრიდან 14 ქულით ოთარ სანიკიძე გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი ბადრი ჭიხვარიამ
მიითვალა -12 ქულა, 10 მოხსნა. რუსთაველთა რიგებში საუკეთესო 14 ქულით გიორგი დვალი
იყო. ორმაგი დუბლი კი შოთა ნარჩემაშვილის ანგარიშზეა – 11 ქულა, 13 მოხსნა. ,,აკადემია
1-სა” და ,,ბათუმის” შეხვედრა, აკადემიელთა იოლი გამარჯვებით – 88:57 დასრულდა. აკადემიელთაგან
ორმაგი დუბლი ნიკა ცქიტიშვილმა(15ქ,14მ) და ბექა დარახველიძემ(27ქ.10მ) შეასრულეს,
ხოლო ,,ბათუმის” მხრიდან 14 ქულით ირაკლი ემირიძე გამოირჩა. დღის დასკვნით შეხვედრაში
,,ჰიუნდაიმ” ,,აკადემია2” ანგარიშით 77:43 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს 18 ქულით სანდრო
ბოლქვაძემ ულიდერა, ხოლო აკადემია2-ის რიგებში 
8-8 ქულა სოსო მაჭავარიანმა და რატი ნონიკაშვილმა მოაგროვეს.