მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა ,,დინამოს“ საწვრთნელ
ბაზაზე. ,,თელავისა“ და ,,ბათუმის“ დაპირისპირება ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა – 83:71.
მასპინძელთაგან საუკეთესო 23
ქულით ოთარ ამონიშვილი გახლდათ, ხოლო ზღვისპირელებს 30 ქულითა და 25 მოხსნით თემურ
ზაქარაძემ ულიდერა. ,,საბურთალო 161-ისა“ და სსაუ-ს შეხვედრაში აგრარელებმა იმარჯვეს.
,,საბურთალოს“ მხრიდან 11 ქულითა და 24 მოხსნით ორმაგი დუბლი სოლომონ ბეგაშვილმა შეასრულა, ხოლო გამარჯვებულ
გუნდს ასევე ორმაგი დუბლით, 26 ქულითა და 12 მოხსნით ოთარ სანიკიძემ ულიდერა. საინტერესო
გამოდგა ,,ნიკეასა“ და თსსუ-ს შეხვედრა, რომელიც
,,ნიკეას“ გამარჯვებით 58:51 დასრულდა. მასპინძელთა
რიგებში ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 12 მოხნით საბა კუპრაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ახალგაზრდა
,,მედიკოსებში“ ასევე ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 11 მოხსნით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა. ,,ჰიუნდაიმ“ ,,ქუთაისს“ უმასპინძლა და
მეტოქე იოლად 84:57 დაამარცხა. გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო 30 ქულით სანდრო ბოლქვაძე იყო, ხოლო ქუთაისელებს
28 ქულით ირაკლი მაცაბერიძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა გუჯა ბირკაიამ -16 ქულა,
22 მოხსნა. რაც შეეხება დღის ბოლო შეხვედრას,
,,აკადემია2-მა“ ,,ფოთს“ უმასპინძლა
და დაძაბულ ბრძოლაში 50:60 დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა: ფოთელებმა
საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს და მატჩი მოგებით
დაასრულეს. აკადემიელთაგან საუკეთესო 33 ქულით სოსო მაჭავარიანი გახლდათ, სტუმართაგან
ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
მიითვალა: აკაკი დარსალიამ(12ქ.17მ), ჯანო ბერაიამ(18ქ.11მ) და გოდერძი ფაციამ(19ქ.18მ).