საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართა

17 თებერვალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 უმასპინძლა. ყველაზე საინტერესო გამოდგა “აკადემიისა” და “ჰიუნდაის” დაპირისპირება, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე, ჰიუნდაელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “აკადემიას” გადამწყვეტ პერიოდში აჯობა და 67:61 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით ჰიუნდაელები “ბ” ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობას განაგრძობენ. მათ ანგარიშზე 4-დან 4 მოგებაა. “ა” ჯგუფის ლიდერი ასევე წაუგებელი “ზაზა 1”-ია, რომელმაც მე-5 გამარჯვება “აკადემია 2”-თან მოიპოვა – 100:59. ექვსივე მატჩის შედეგი და სრული სტატისტიკა იხილეთ ჩვენი საიტის შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/league/u16/schedule#mbt:275-303$t&0=1