,,ორბის” პირველი თამაში და პირველი გამარჯვება

,,ორბის” პირველი თამაში და პირველი გამარჯვება

სტატისტიკა 

16-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის თამაშების დაწყებამდე გაიმართა. ერთმანეთს ,,ორბის” და ,,იბერის” გუნდები შეხვდნენ. ,,ორბმა” დიდი სხვაობით – 76:52 დაამარცხა მეტოქე.

გამარჯვებულთა რიგებში 16-16 ქულით ირაკლი კალატოზიშვილი და გიორგი ჯაფარიძე გამოირჩნენ, 12-12 ქულა დაგროვდა დავით ჟღენტის და ნიკა ყირიმელის ანგარიშზე.

,,იბერს” გიორგი ჩახნაშვილმა ულიდერა 14 ქულით და 16 მოხსნით, სანდრო ჯორბენაძემ კი 11 ქულა მიითვალა.