ორბისა და აკადემიის მოგებები

ორბისა და აკადემიის მოგებები

მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ,,დინამოს” საწვრთნელ
ბაზაზე. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო” – ,,ორბი” დაუპირისპირდნენ, რომელიც
,,ორბის”  გამარჯვებით, 88:62 დასრულდა.

დინამოელთაგან
საუკეთესო 24 ქულით თენგო ხუციშვილი გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკა საგიანის ანგარიშზეა
– 17ქულა, 18 ქულა. ,,ორბის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა
შეასრულა, გიორგი გუგეშაშვილმა (20ქ.19მ) და დიმა ბობილევმა(15ქ.22მ). რაც შეეეხება
დღის მეორე შეხვედრას,   ,,ავერსი” ,,აკადემია1”-ს
დაუპირისპირდა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით 39:62 დამარცხდა. ავერსის
რიგებში 16 ქულით გიორგი ჭონიაშვილი გამოირჩა, ხოლო აკადემიელთა მხრიდან საუკეთესო
18 ქულით  ბექა დარახველიძე  გახლდათ.