პლეი ოფი სპორტის სასახლეში დაიწყება

პლეი ოფი სპორტის სასახლეში დაიწყება

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და ის გუნდები გაირკვა,
რომლებიც ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. თითო ჯგუფიდან
4–4 საუკეთესო გუნდი გავიდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.

დღეს უნდა გამართულიყო რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი, მაგრამ „ვარსკვლავები“
„რუსთავში“ არ ჩავიდა და 0:20 წაგება ჩაეთვალა. შესაბამისად, ჯგუფური ეტაპი
დასრულდა და გუნდებით მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.

დაწყვილების პრინციპი ასეთი იყო: პირველზე გასული მეორე ჯგუფის
მეოთხეადგილოსანს ხვდებოდა, მეორე – მესამეს, მესამე – მეორეს და მეოთხე –
პირველს. შესაბამისად, „აკადემია“ „მართვეს“ შეხვდა, „ვერე“ – „ზაზას“, „რუსთავი“ „ბათუმს“
და „ორბი“ „ქუთაისს“.

საინტერესო რამ მოხდა პირველ ჯგუფში, სადაც პლეი ოფში გასულმა სამმა
გუნდმა – „ვერემ“, „რუსთავს“ და „ორბმა“ – ერთნაირი ქულები დააგროვა. დებულების
თანახმად მოწინავე ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში მიღებულ–ჩაგდებული ბურთების
გათვალისწინებით უნდა გამოვლენილიყო და ასეც მოხდა. „ვერეს“ ყველაზე უკეთესი
ბალანსი აღმოაჩნდა, ხოლო უარესი – „ორბს“. ადგილებიც შესაბამისად განაწილდა.

პლეი ოფი ხვალ იწყება ქუთაისში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და
„ორბი“ ხვდებიან“. როგორც თბილისური გუნდი აცხადებს, მას ფინანსური პრობლემები
აქვს და ქუთაისში ჩასვლას არ აპირებს. ასე თუ მოხდა, „ორბს“ ტექნიკური წაგება
ჩაეთვლება და ქუთაისელები ავტომატურად გავლენ ნახევარფინალში.

მომდევნო სამი მატჩი კი 14 აპრილს გაიმართება. „აკადემია“ – „მართვე“
და „ვერე“ – „ზაზა“ თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, ხოლო ბათუმელები „რუსთავს“
საკუთარ ქალაქში მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე, ანუ ნახევარფინალში გასასვლელად 1
გამარჯვებაა საკმარისი.