პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ
განუცდია. გია კაზანჯიანის „აკადემიამ“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში „თელავს“
არ დაუტოვა შანსი და დიდი სხვაობით – 101:26 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 31:1 მოიგეს, რის შემდეგაც ცოტა
მოდუნდნენ და კახური გუნდის წევრებს თამაშის საშუალება მისცეს. ისიც სათქმელია,
რომ „აკადემიას“ ჯგუფში არ ჰყავს სერიოზული კონკურენტები. კაზანჯიანის გუნდის მზერა
უფრო პლეი ოფისკენაა მიბყრობილი, სადაც გაცილებით ძლიერი მეტოქეები ელის „ქუთაისისა“
და „ბათუმის“ სახით. ამ უკანასკნელმა დღეს „მართვეს“ 100:79 მოუგო და მეორე ჯგუფის
აქამდელ ერთპიროვნულ ლიდერ „ქუთაისს“ გაუთანაბრდა. ზღვისპირელების გამწევი ძალაა
16–წლამდელთა 2 წევრი – ნიკა რამიშვილი და ირაკლი მიქელაძე, რომლებმაც დღევანდელ
შეხვედრაში ჯამში 62 ქულა დააგროვეს და ბათუმელების გამარჯვება განაპირობეს.

გამარჯვება მოიპოვა „აკადემიის“ მეორე გუნდმაც. ვასილ სომხიშვილის
დამოძღვრილი გუნდი ამ ბოლო ხანებში მოღონიერდა და დინამოელებთან არანაირი პრობლემა
არ შექმნია.

ბოლო მატჩში „ორბმა“ „ვარსკვლავებს“ სძლია პირველ ჯგუფში, ისევე
როგორც მეორეში, ყველაფერი გაირკვა. პლეი ოფის რვავე წევრი ცნობილია. პირველიდან
მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ: „აკადემია“, „ორბი“, ვერე“, „რუსთავი“, ხოლო მეორედან
– „ბათუმი“, „ქუთაისი“, „ზაზა“ და „მართვე“. მეოთხედფინალური პლეი ოფის პრინციპი
ასეთია: ჯგუფში პირველზე გასული მეორე ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე კი
– მესამეს. გამარჯვებული ერთი მატჩით გამოვლინდება.

ნახევარფინალები და ფინალი კი 2 გამარჯვებამდეა.